28 ივნისი, 2017
სკანდალი: ლევან ჯიბღაშვილი და ნინიკო ნაცარიშვილი დაშორდნენ
ქართველი სელებრითები ხანმოკლე ოჯახების შექმნით, ბოლო დროს საზოგადოებას აოცებენ, უფრო სწორად ჯერ არ შექმნილ ოჯახებს ქორწილამდე ანგრევენ.

ბექა ჩხაიძის და თეონა ჯაფარიძის ოჯახის დანგრევის შემდეგ, თბილისში მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის და ბათუმელი ლამაზმანის, ნინიკო ნაცარიშვილის ოჯახის დანგრევის შესახებ ალაპარაკდნენ.

ნინიკოს და ლევანის ურთიერთობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ ის მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ  18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა.
Rating

ნინიკო ნაცარიშვილი ულამაზესი ბათუმელი გოგონაა, რომელმაც ნაადრევ ასაკში შექმნა ოჯახი, მან ფეხბურთელ
გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა
, თუმცა დაშორდნენ და გოგონამ მეორედ დაოჯახება სცადა.
Rating

ნინიკოს ჯიბღაშვილმა ხელი იანვარში სთხოვა, ამ ფაქტს გაბედნიერებული შეხვდა, ჯიბღაშვილის დედა, რომელმაც შვილის ნიშნობის შემდეგ, სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი პოსტიც დაწერა.

ნაცარიშვილი-ჯიბღაშვილის წყვილის დაშორების შესახებ, თბილისში დიდი ხნის წინაც ჭორაობდნენ. ლევანი შეძლებული, წარმატებული და სიმპატიური მამაკაცია, ბუნებრივია უამრავი თაყვანისმცემლებიც ჰყავს.

როგორც ჩანს, ეს ფაქტი ნინიკოს აღიზიანებდა და რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა: ძალიან "სამწუხარო" ამბავი მაქვს იმ გოგონების კატეგორიისათვის, ასე მონდომებით რომ ცდილობენ ლევანჩოს ყურადღების მოპოვებას. თქვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ერთად ვართ) დამშვიდდით, არავის აინტერესებს ჩაიხანაში ჩაის დეგუსტაციის შთაბეჭდილებების გაზიარება თვით ბოსი-სთვის. კეთილი სურვილებით.

როგორც ჩანს, მათ ურთიერთობაში ისევ კრიზისია და ახლა დაშორებულები არიან, ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ წყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა.

უფრო მეტიც, ნინიკოს "ფეისბუქზე" საკუთარი ფოტოებიც აღარ უდევს. აშკარაა, რომ გოგონა დეპრესიაშია.
რაც შეეხება ლევან ჯიბღაშვილს, ის დროს მოგზაურობას და საკუთარი ბიზნესის გაფართოებას უთმობს.
იმედია, რეალობა მალე გაირკვევა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მაია
ლევანი ძალიან ჭკვიანი შრომისმოყვარე ქველმოქმედი ადამიანია მე არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ღრმად მწამს რომ ის ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ ჰაერზე არ მიიღებდა ლევან შვილო ბედნიერებას გისურვებ უფალი გფარავდეს
08:09 / 11-07-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით!
15:09 / 02-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ან ეს ჯიბღაშვილი ვინ არის და რატომ ცდილობს ამსდენი ქალი ამაზე გათხოვებას, ან რატომაა ყველაზე სასურველი სასიძო?! ან ვისი ბოსია?! (ისე ჩემი რომ იყოს თავს მოვიკლავდი
17:25 / 01-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მად
ჰაჰაჰაჰაჰაჰა
11:23 / 30-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ასე იცის, მელოტი კაცი აბიტურიენტ გოგოს რო აეკიდება:))
00:45 / 30-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS