26 ივნისი, 2017
ნანუკა ჟორჟოლიანი დაბადების დღეს შეყვარებულთან ერთად აღნიშნავს
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია. ჟორჟოლიანი საკუთარ დაბადების დღეს, საბერძნეთში აღნიშნავს.
ნანუკა საბერძნეთში მეგობრებთან, მიშა გასიტაშვილთან, მარი გოშხეთელიანთან და ქალიშვილთან მარიამ გეგუჩაძესთან ერთად გაემგზავრა.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კუნძულზე იმყოფება ფეხბურთელი რომა ჭანტურია. ნანუკამ და მიშა გასიტაშვილმა, სოციალურ ქსელში ჭანტურიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.
ნანუკა ჟორჟოლიანის და "ჰერკულესას" სიყვარულის შესახებ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.





ბეჭდვა