24 ივნისი, 2017
მამუკა ონაშვილი საცოლეს "ფეისბუქით" ეძებს: "გადავწყვიტე, აღარ ვიყო მარტო"
მომღერალი მამუკა ონაშვილი საცოლეს ინტერნეტით ეძებს. ამის შესახებ მან, გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა.

"გთხოვთ არ განმსაჯოთ, ცუდად არ გამიგოთ. ბევრი, ძალიან ბევრი და დიდი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო. არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი! ამდენი გატროლების და მოგზაურობის გადამკიდე, მივხვდი "დავტორმუზდე" და ვიპოვო ჩემი გულის ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური ბოლომდე, ვხუმრობ? არა, არ ვხუმრობ. ქალბატონები 30-დან 40 წლამდე შემეხმიანეთ მაილზე mamuka_o@mail.ru ან აქ, პირადში ფოტოებით. მე
თვითონ შეგეხმიანებით, ჩემი გადაწყვეტილებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე და ასევე ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს არ ვუპასუხებ. პატივიცემით მ.ო."-წერს მამუკა ონაშვილი.
პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: "ძალიან. კარგი გადაწყვეტილება მიიღე ბედნიერებას გისურვებ დაწარმატებები. მალე გიხილავთ", "დილის კურიერი მამუკა ონაშვილით დაიწყო", "ბევრი დალიე მამუ?", "ვსვავ მაშინ როცა დასალევია, რა არ მოგეწონა ძმაო?"-წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, მამუკა ონაშვილი წარსულში იყო დაქორწინებული, მაგრამ მისი ოჯახი დაინგრა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS