21 ივნისი, 2017
სკანდალი გრძელდება: ბექა ჩხაიძე მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურება
ბექა ჩხაიძის და თეონა ჯაფარიძის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. თეონა მომღერალ ქმარს "ფეისბუქით" დაშორდა.
რასაც ბექას მეგობარი თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა. თაკომ თეონას დაქალები გააღიზიანა და ორი დღე "ფეისბუქზე" ერთმანეთი აქტიურად ლანძღეს.

თეონას მხარდამჭერებმა კომენტარებში დაწერეს, რომ თაკო დოლაბერიძეს თავად უყვარდა ბექა ჩხაიძე და ამიტომ იცავდა მას თავგამოდებით.

ორი დღის მანძილზე ბექა ჩხაიძე საჯაროდ არსად გამოჩენილა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილ ცოლს და მის ოჯახს პატიებას სთხოვდა.

ცოტა ხნის წინ, ბექამ თაკო დოლაბერიძის კედელზე დაწერა: შეყვარებულები ვყოფილვართ.
"აბა რა ჩემო სიცოცხლე, მეტი ფანტაზია არ აქვთ" - უპასუხა დოლაბერიძემ.
ამ ამბავმა მათი მეგობრები გაამხიარულა. "ამას გვიმალავდით?, მეჯვარე შენ იქნები, საქორწინო კაბა გაამზადე - წერენ კომენტარებში.
ბეჭდვა