21 ივნისი, 2017
"დავიწყო დედამთილობისთვის მზადება?" - ალექსანდრე თამაზაშვილი ქორწინდება
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი ქორწინდება. მისი რჩეული თეო ნანავა არის.

თეო ნანავას და ალექსანდრე თამაზაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, თბილისში დიდი ხნის მანძილზე ჭორაობდნენ.

მათ ხშირად ხედავდნენ დასასვენებლად, ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე, თუმცა აქამდე ამ ამბავს არ ასაჯაროვებდნენ.

გუშინ თამაზაშვილმა, სოციალურ ქსელში თეო ნანავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. რასაც მისი მეგობრებიც გამოეხმაურნენ: მოგილოცოთ ლექსო?, ძალიან უხდებით ერთმანეთს, დავიწყე დედამთილობისთვის მზადება - წერენ კომენტარებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS