29 ნოემბერი, 2013
ექსკლუზივი - მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი, ვენსან კასელი საქართველოში ჩამოდის
ფილმი 2014 წელს გამოვა, მანამდე კი გადაღებები მსოფლიოს მრავალ წერტილში მიმდინარეობს ''შავი გედის'' , ''ოუშენის თორმეტი მეგობრისა'' და უამრავი ცნობილი ფილმის ფრანგი ვარსკვლავი ვენსან კასელი თბილისში ჩამოდის.

ექსკლუზიური ინფორმაცია ''რეიტინგს'' მიაწოდეს. მსახიობი ავსტრალიური პროექტის, ''პარტიზანის'' მონაწილეა. ავსტრალიელი რეჟისორის, არიელ კლაიმანის შეთავაზებით, ის ფილმში მთავარ როლს დათანხმდა.

ფრანგი ვარსკვლავი გრეგორის როლს შეასრულებს, შარმიანი და მისტიკური პერსონის, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კომუნაში გაერთიანებას სთავაზობს, სადაც ისინი მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს.

მათი იდილია მას შემდეგ ირღვევა, რაც ერთ-ერთი ბავშვი შეკითხვების
დასმას იწყებს გრეგორის სწავლებებთან დაკავშირებით. კასელმა სპეციალურად ამ ფილმისთვის თმა და წვერი გაიზარდა.

ფილმის შესახებ კასელმა უკვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი პერსონაჟი არის უნივერსალური მამა კარგი და ცუდი გაგებით. ის იშვილებს ბავშვებს და მათთან ერთად მისი კარი მათი დედებისთვისაც ღიაა. ''წარმოგიდგენიათ, როგორი სულგრძელი ვარ?'' - კითხულობს ღიმილით მსახიობი.

ჟურნალისტებმა მას იმის შესახებაც ჰკითხეს, ამდენ ცოლს თუ გაუძლებდა რეალურ ცხოვრებაში, თუმცა კასელის პასუხი შემდეგნაირი გახლდათ - ''არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან ჩახლართული ამბავი იქნებოდა'' .

სხვათა შორის, ავსტრალიაში გადაღებები კასელს ძალიან დიდი ხნის წინ, 2000 წელს ჰქონდა, როდესაც ნიკოლ კიდმანს უწევდა პარტნიორობას ''დაბადების დღის გოგონაში'' . ასევე სტუმრობდა სიდნეის მოგვიანებით, ''მატრიცას'' გადაღებისას, თავის მეუღლესთან, მონიკა ბელუჩისთან ერთად. შეგახსენებთ, რომ წყვილი ამჟამად დაშორებულია.

ფილმი 2014 წელს გამოვა, მანამდე კი გადაღებები მსოფლიოს მრავალ წერტილში მიმდინარეობს, საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გადაღების მოედანი საქართველოშიც გაიშალა, რამდენიმე ეპიზოდს სწორედ აქ იღებენ და ვენსან კასელიც დეკემბრის დასაწყისში სამუშაოდ ესტუმრება ჩვენს დედაქალაქს.

გადაღებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა გასაიდუმლოებულია და დეტალურად არაფერი ხმაურდება.

ნინო მურღულია
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
alan's psychedelic breakfast
ეგ ტრუხა ბაზარია რო აზერბაიჯანელის გამო დაშორდა! თვითონ აზერებმა გააბაზრეს ეგ!
14:25 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკი
ფრანგს რომ დაშორედები და ტურტლიან აზერბაიჯანელს გაყვები... უკომენტაროდ რაა, ზოგი ქალის ჭკუა მართლა ღობეზეა მიბმული
21:54 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
საინტერესოა, მისგან გაშორებული მონიკა როგორ აიბარგა სხვა მამაკაცთან ურთიერთობებისათვის.
12:48 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS