20 ივნისი, 2017
სკანდალი: "მთელი ქალაქის სასაცილო გახადეთ" - ბექა ჩხაიძეს ცოლი "ფეისბუქით" დაშორდა
მომღერალი ბექა ჩხაიძე ცოლს დაშორდა. ამის შესახებ, მისი ყოფილი ცოლის, თეონა ჯაფარიძის ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი.
თეონამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა: "მაპატიე შენგან მივდივარ, შენ ჩემი ღირსი არ ხარ".

"რეიტინგმა" ბექა ჩხაიძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, ბექას და თეონას შორის პრობლემები დიდი ხნის წინ დაიწყო.

თეონა ჯაფარიძის პოსტს ბექა ჩხაიძის მეგობარი თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა:
სად იყავი თეონა, ან სად მიდიხარ? პატრონი არ გყავს?
ეს არის რაღაც ფორმა ან ფსიხოზის, ან ნერვოზის"
-დაწერა დოლაბერიძემ.

დოლაბერიძეს ჯაფარიძის მეგობრები გამოეხმაურნენ: თეონას რომ პატრონი ყავს ნეტავ ისეთი ყავდეს ვინმეს. რაც შეგვეხება მეგობრებს დამიჯერეთ მეგობრობა ჩვენ რომ ვიცით და გვაქვს ეგეთიც სანთლით საძებარია.

რაზეც დოლაბერიძემ შემდეგი პასუხი გასცა: გვერდში დგომას რას ეძახით, არ ვიცი მთელი ქალაქის სასაცილოდ კი გახადეთ და არავინ გვერდზე არ დაუდექით. მეგობრობას რაც შეეხება ნუ შემეჯიბრები, ვიკიპედიებში არ ვკითხულობ ეგრე არ მიჭირს! ფსიხოზს რაც შეეხება ეტყობა თქვენ არ იცით, ფსიხოზი რა არის გუგლში მიგასწავლიდით ან კარგ ფსიქიატრს.

თეონა ჯაფარიძემ და ბექა ჩხაიძემ რამდენიმე თვის წინ იქორწინეს.
ბეჭდვა