20 ივნისი, 2017
სკანდალი: "მთელი ქალაქის სასაცილო გახადეთ" - ბექა ჩხაიძეს ცოლი "ფეისბუქით" დაშორდა
მომღერალი ბექა ჩხაიძე ცოლს დაშორდა. ამის შესახებ, მისი ყოფილი ცოლის, თეონა ჯაფარიძის ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი.
თეონამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა: "მაპატიე შენგან მივდივარ, შენ ჩემი ღირსი არ ხარ".

"რეიტინგმა" ბექა ჩხაიძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, ბექას და თეონას შორის პრობლემები დიდი ხნის წინ დაიწყო.

თეონა ჯაფარიძის პოსტს ბექა ჩხაიძის მეგობარი თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა:
სად იყავი თეონა, ან სად მიდიხარ? პატრონი არ გყავს?
ეს არის რაღაც ფორმა ან ფსიხოზის, ან ნერვოზის"
-დაწერა დოლაბერიძემ.

დოლაბერიძეს ჯაფარიძის მეგობრები გამოეხმაურნენ: თეონას რომ პატრონი ყავს ნეტავ ისეთი ყავდეს ვინმეს. რაც შეგვეხება მეგობრებს დამიჯერეთ მეგობრობა ჩვენ რომ ვიცით და გვაქვს ეგეთიც სანთლით საძებარია.

რაზეც დოლაბერიძემ შემდეგი პასუხი გასცა: გვერდში დგომას რას ეძახით, არ ვიცი მთელი ქალაქის სასაცილოდ კი გახადეთ და არავინ გვერდზე არ დაუდექით. მეგობრობას რაც შეეხება ნუ შემეჯიბრები, ვიკიპედიებში არ ვკითხულობ ეგრე არ მიჭირს! ფსიხოზს რაც შეეხება ეტყობა თქვენ არ იცით, ფსიხოზი რა არის გუგლში მიგასწავლიდით ან კარგ ფსიქიატრს.

თეონა ჯაფარიძემ და ბექა ჩხაიძემ რამდენიმე თვის წინ იქორწინეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ქეთი
არ მჯერა,არ მჯერა,მომკალით არ მჯერა.
01:17 / 23-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაშინ ისიც დაწერეთ რატომ დაშორდნენ. ტან არ ვიცით თეონა ჯაფარიძე ვისი გორისაა
00:23 / 22-06-2017
გამოხმაურება / 0 /
>>...
ჩხარტიშვილის ასულის შემდეგ , ეს ბიჭი სხვას ვერ შეიყვარებდა....................ეს ასეა და , საბოლოოდ დიდ ტრაგედიამდე მივა საქმე...................
16:32 / 21-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ლოლ
სულ გამოშტერდა ეს ხალხი. მობილური რისთვის არსებობს? დაერეკა, სმს მიეწერა,წერილი დაეტოვა, მტრედი ეფრინა მაგრამ ფეისბუქზე ჯობია ოჯახური ამბის გამოტანა, სირცხვილი
12:09 / 21-06-2017
გამოხმაურება / 0 /
გელაგოჩა
როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, ბექას და თეონას შორის პრობლემები დიდი ხნის წინ დაიწყო. თეონა ჯაფარიძემ და ბექა ჩხაიძემ რამდენიმე თვის წინ იქორწინეს. და კიდე ვაბშე ვინ არიან ეგენი, სად მღერიან
08:32 / 21-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS