- ის სამოსი, რომელიც lady gaga-მ შეიძინა "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე" მქონდა წარმოდგენილი. ეს არის 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. კოსტიუმები "ვოგის" საიტზე გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ იქ ნახეს ჩემს მიერ შექმნილი სამოსი lady gaga-ს იმიჯ-მეიკერებმა. მეილზე თავად ბრენდო მაქსველმა მომწერა და რამდენიმე კოსტიუმი გავუგზავნე lady gaga-ს.
- რა ფასად შეიძინეს თქვენს მიერ, შექმნილი სამოსი?
- სამწუხაროდ ფული არ გადაუხდიათ. სელებრითები, ასეთ დროს თანხას არ იხდიან სამოსში, თუმცა ჩემთვის ისიც სასიხარულოა რომ მოეწონა. შესაძლოა, როცა გადაღებები მორჩება დამიბრუნოს ეს სამოსი.