ანა ახვლედიანის შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, "
D&G"-ს ყურადღების ცენტრში,
გიგა ლაზარიშვილი მოექცა. ქართველი მოდელი,
"D&G"-ს ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გიგა სოციალურ ქსელში წერს.
“მიკვირს ჩვენი ქართველი ხალხის ძალიან! ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა უარყოფითის, რატო არ ვაფასებთ ერთმანეთს! ძალიან მეზარება ვრცლად დავწერო რამე… ერთ შეხვედრას გავიხსენებ ვისაც დახმარება ვთხოვე მილანში მოვხვედრილიყავი და ასე მითხრა : მილანში ვერაფრით გააოცებ შენი ვიზუალით, იქ ბევრია შენნაირი- კარგად მახსოვს ეგ საუბარი თუმცა იმედი არ გადამიწურია. მოკლედ მე ჩემით
მოვახერხე ყველაფერი და მოვხვდი D&G ყურადღების ცენტრში! თუ ვინმეს რამე არ სჯერა ძალიან არ მაინტერესებს… ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი შესაძლებლობებით.
მე ნოემბერში გამოვდივარ D&G ჩვენებაზე, შეხვედრამ ძალიან წარმატებით ჩაიარა, უფრო მეტიც გუშინდელ ივენთზე მე კარგად ვჩანდი. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მარში მიდგას"-წერს მოდელი.