17 ივნისი, 2017
რა მოხდა "მგზავრების" კონცერტზე უკრაინაში? (ვიდეო)
ჯგუფი "მგზავრები" უკრაინაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქართველმა მომღერლებმა დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

კონცერტი უკრაინაში ჩატარდა, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო.

მათ შორის იყო, უკრაინელი მომღერალი ჯამალა, რომელიც "ევროვიზიის" გამარჯვებულია. ჯამალა "მგზავრების" მიმართ მის სიყვარულს არასდროს მალავს, მაგრამ დღეს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მოულოდნელად ის სცენაზე ავიდა და საკუთარი სიმპატია ჯგუფის მიმართ, სახალხოდ გამოხატა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS