28 ნოემბერი, 2013
ვინ არის რეალურად ანა მარგველაშვილი, რომელსაც პრეზიდენტის შვილობას აბრალებენ
საბედნიეროდ, დასრულდა ის დრო და ადამიანების პოლიტიკური შეხედულებისამებრ აღარ გამოარჩევენ მას შემდეგ, რაც უკვე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა, ჟურნალისტებმა განათლების ყოფილი მინისტრის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოიძიეს.

განსაკუთრებით დიდ ინტერესს მისი პირადი ცხოვრება იწვევდა. მაკა ჩიჩუასთან რომანის შესახებ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისუფლად ლაპარაკობდა და იმასაც ამბობდა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც არ აპირებდა რაიმე ცვლილების შეტანას, რადგან თავს ასეც კარგად გრძნობდა.

მაკა ჩიჩუას გარდა, პრეზიდენტის ცხოვრებაში არსებობს მეორე ქალი, რომელიც მისთვის
ასევე ძალიან ძვირფასი და საყვარელია, ეს გახლავთ ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი ფოტოც ''სანატრელი'' გახლდათ.

სწორედ იმ პერიოდში ერთ-ერთ ქართველ მსახიობსა და მომღერალ ნუკა მარგველაშვილს დაახლოებით ისეთი ამბავი გადახდა თავს, როგორიც ფილმ ''ჭრიჭინაში'' მარინა ფერაძეს.

თურმე, ნუკა პირადობის მოწმობის მიხედვით, ანი გიორგის ასული მარგველაშვილი გახლავთ, რაც ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მარგველაშვილის ქალიშვილს საზოგაოდება არ იცნობდა, ერთ-ერთ საიტზე ნუკა პრეზიდენტობის კანდიდატის შვილად იყო მოხსენიებული და ფოტოც გახლდათ გამოქვეყნებული...

მასალის ქვევით კომანტარების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ეს გოგონა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის შვილი გახლდათ.

მართალია, ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რეალურად აკავშირებს თუ არა ნათესაური კავშირი მსახიობს ქვეყნის მთავარსარდალთან.

- ის, რომ პრეზიდენტის შვილი ვყოფილვარ, მეც ინტერნეტიდან შევიტყვე და ძალიან ბევრი ვიცინე, ვინმეს ჩემთვის რომ დაერეკა, ავუხსნიდი, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო, გავარკვევდი სიტუაციაში და ეს გაუგებრობაც არ მოხდებოდა.. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ახალი მეტსახელი მაქვს, მეგობრები ''პრეზიდენტოვნას'' მეძახიან და როცა პირადობის მოწმობას მთხოვენ, ამაყად ვაჩვენებ ხოლმე.
- რეალურად, მარგველაშვილთან რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვს?
- არა, არანაირი, უბრალოდ მოგვარეები ვართ, თუ ძალიან ჩავუღრმავდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ საერთო ფუძე, მაგრამ საერთო გვარის გარდა არაფერი გვაკავშირებს. ასე თუ მივყევით, საქართველოში ძალიან ბევრი ნათესავი შეიძლება აღმოვაჩინოთ.
- მის მხარდამჭერებშიც ხომ არ მოიაზრებოდი?
- კი, რადგან მის სარეკლამო რგოლშიც მივიღე მონაწილოება და არც ვმალავ, რომ მხარიც დავუჭირე. მე არ ვარ იმ დონის პოპულარული ადამიანი, რომ ჩემი პოლიტიკიური შეხედულებები ვაფრქვიო, მაგრამ რადგან მკითხე გეტყვი, რომ ეს ადამიანი იმ პერიოდიდან მესიმპატიურებოდა, როცა ფილოსოფოსი იყო, მაშინ მე კი არა, ალბათ თვითონაც არ იცოდა, პრეზიდენტი თუ გახდებოდა და იმედია, იმას არ იტყვიან, პრეზიდენტი გახდა და მას შემდეგ დაიწყო მის მიმართ კეთილგანწყობით საუბარიო. ნაციონალების მიმართ ყოველთვის მქონდა აგრესია და ამას არასოდეს ვმალავადი, ის ადამიანი, რომლისთვისაც 7 ნოემბერი, 26 მაისი, გირგვლიანის საქმე, რობაქიძე, ჟვანია არაფერს ნიშნავს და ეს მხოლოდ პოლიტიკაა, ბოროტია. ჩემს ცხოვრებაში პირველად ფსიქოლოგი 7 ნოემბრის შემდეგ დამჭირდა, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ჩვეულებრივად შეხედოს ადამიანმა?
დღეს კი მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ ენაზე მეტყველებს, რომელიც მესმის, მაშინ როცა მისი წინამორბედი ძირითადად ყვიროდა და გაუგებრად ლაპარაკობდა.
- როგორც ვხვდები, ნაციონალების მიმართ შენს დამოკიდებულბას არც თავის დროზე მალავდი, ეს პრობლემებს არ გიქმნიდა?
- გარკვეულწილად კი. როდესაც სხვადასხვა კასტინგზე მივდიოდი, ჩემ მიმართ დიდ სიმპათიას გამოხატავდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგებდნენ, რომ გოგი ქავთარაძის ჯგუფში ვსწავლობდი, სამსახურში აყვანისგან თავს იკავებდნენ. სხვათა შორის, ბატონი გოგი მეუბნებოდა, ნუ ამბობ, რომ ჩემთან სწავლობო, მაგრამ მეც მაინც ჯიუტად ვაცხადებდი. საბედნიეროდ, დასრულდა ის დრო და ადამიანების პოლიტიკური შეხედულებისამებრ აღარ გამოარჩევენ.

ციცი ომანიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ის დრო ეხლა მოვიდა თუ მოვიდა, თუ ოცნებობ გაგიმართლებს და თუ ნაციონალების გზას და შეხედულებებს იზიარებდი დაგერხაააა
11:54 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სამაგიეროდ ექსპეზიდენტს ყავდა ოფიციალური ცოლი და იმიტომაც ვერ გადა..ნა ამდენი ქალი?!
11:02 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
მიშას პირადი ცხოვრება ყველას გასარჩევი იყო და მარგველაშვილის პირადში ნუ ვყობ თ ცხვირს?!
12:27 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
"ჭრიჭინას" მარინა კი არა მარინე ერქვა...
10:47 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
სამაგიეროდ, ახლა ყველგან გზა გახსნილი გექნება.როგორც "მეოცნებეს" წინ ვერავინ დაგიდგება. სამწუხაროდ არ დასრულებულა ის დრო.....პირიქით .....
09:36 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS