15 ივნისი, 2017
ვისთან ერთად ჩამოდის საქართველოში მონიკა ბელუჩი: "მას ღირსეულად და მაღალ დონეზე უნდა დავხვდეთ"
მსოფლიოში აღიარებული, კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი საქართველოში ჩამოდის. მის სტუმრობას, თბილისში, ორგანიზებას მსახიობი ედმონდ მინაშვილი გაუწევს.

ედმონდ მინაშვილმა მონიკა ბელუჩი კანში გაიცნო და საქართველოშიც მოიწვია.

რა მოთხოვნები აქვს ცნობილ კინოვარსკვლავს ქართული მხარისგან, ამის შესახებ, "რეიტინგს" ედმონდ მინაშვილი ესაუბრა:

- მონიკა ბელუჩი თბილისში 19 სექტემბერს ჩამოვა. ღონისძიება  ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ჯერჯერობით დეტალებს ვაზუსტებთ, რა ტიპის ღონისძიებაზე იქნება მოწვეული მსოფლიოს კინო-ვარსკვლავი და ოფიციალური ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. შესაძლოა ეს იყოს საქველმოქმედო ღონისძიება, მაგრამ ჯერ
ესეც არ არის გადაწყვეტილი.

- როგორ დააინტერესეთ მონიკა ბელუჩი საქართველოთი?

- მან საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა, როცა ვესაუბრე ჩვენს ქვეყანაზე და მოვიწვიე, თანხმობა მითხრა სტუმრობაზე.

- ვარსკვლავებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ, რა მოთხოვნები ჰქონდა მონიკა ბელუჩის?

- ის ვარსკვლავია, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. მონიკა ბელუჩი 9 კაციანი ჯგუფით ჩამოვა საქართველოში, ეს ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება დაცვით და დამხმარეებით. დანარჩენი დეტალები ჩვენზეა დამოკიდებული, მას ღირსეულად და მაღალ დონეზე უნდა დავხვდეთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ფეფო
და რომ გავისტუმრებთ მის მერე რა შეიცვლება? დარწმუნებული ვარ იტყვის ძალიან მოვიხიბლე თქვენი სამშობლოთი სტუმართ მოყვარეობით.ასეც რომ არ იყოს მაინც იტყვის ამას ამბობს ყველა.თურქეთში ერერთმა მიწვეულმა ვარსკვლავმაც ასეთი სიტყვები უთხრა თურქებს.ამდენს რომ იხარჯავთ კიოსთვის მაინც გააკეთდეს რამე არ შეუძლია თუ?
11:11 / 16-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS