29 მაისი, 2017
სოფია ქავთრაძის მორიგი მიმართვა -"ეს მიმართვა მხოლოდ იმ ქვეწარმავლებს ეხებათ, რომლებიც ჩემს კბენას ცდილობენ..."
„იქს ფაქტორის“ კონკურსანტის, მერაბ ამზოევის მეუღლემ კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, მათთვის, ვინც აკრიტიკებს მას.

ვიდეოს თან ახლავს სოფიას კომენტარი:

"მომილოცე, საყვარელო, სიამოვნების პიკზე ვარ, მე მსიამოვნებს აყალმაყალი ჩემს ირგვლივ, თან ჩემს საყვარელ ბიზნესს კარგად წაადგება ეს ყველაფერი, ასე რომ მომილოცე, უფრო სწორი იქნება! ეს მიმართვა მხოლოდ იმ ქვეწარმავლებს ეხებათ, რომლებიც ჩემს კბენას ცდილობენ, მაგრამ ჩემი მარიონეტები, რომ ხდებიან, მაგას ვერ ხვდებიან."

მერაბ ამზოევის მეუღლე სოფია ქავთარაძე ვიდეოში ამბობს:

"აჰა, ლაივიც ჩავრთე! ე.ი. ვის რა
პრეტენზიები გააჩნია? (იცინის) იცით, რა არი? რაღაც კომენტარებს მოვკარი თვალი და თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, დაწერეთ, აბა. (იცინის) ხო აბა, აბა?!თქვენი პრეტენზიები მაინტერესებს ჩემდამი, თუ შეგიძლიათ, რომ პირისპირ მითხრათ ზურგს უკან, რომ საუბრობენ ვიღაც-ვიღაცები, მინდა, რომ ეხლა თქვათ, ეხლა, აი ამ წამს. ეს ლაივი იმიტომ კი არ ჩავრთე, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო ან, რომ ვინმეზე გაბრაზებული ვარ, ან არ მომწონს... ცდებით! სიტყვის თავისუფლებაა ხო ყველგან? საქართველოშიც და ყველგან... რაც გინდათ, ის ისაუბრეთ, უბრალოდ მე მინდა რომ ეხლა თქვათ.

ცუდზე ვიძახი, თორე კარგი ისედაც ყოველთვის არის (იცინის), ცუდი. ვინც არ მიცნობს და ისე წერს კომენტარებს, ეს არის უბრალოდ, სასაცილო. იმიტომ რომ ისეთი უაზრო რაღაცები შეიძლება მოიგონოთ და დაწეროთ, წაკითხვაც რომ არ მოუნდება ადამიანს და მართალი გითხრათ, არ ვკითხულობ კომენტარებს.

სალონი? სალონზე გეტყვით ცოტა ხანში, გახსნილია უბრალოდ რეკლამა უნდა გავუკეთო... და იმედია, მოხვალთ ყველანი.

იცით რა მიკვირს? როცა დაინახვენ განსხვავებულ ადამიანს, ეგრევე შეტევაზე გადადიან. ესეთი რაღაც მარტო ქართველებს გვჭირს, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერსად ვერ ნახავ ასეთ რამეს, მხოლოდ საქართველოშია და გითანაგრძნობთ! იმიტომ, რომ ცოდონი არიან ის ადამიანები, რომლებიც ესე იმდაბლებენ თავს!..."

სოფია ქავთარაძე ამბობს, რომ ეცინება იმ ხალხზე, რომლებიც აკრიტიკებენ, ის, ასევე, მადლობას უხდის ვიდეოს კომენტარებში დაწერილი კომპლიმენტების ავტორებს.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
Iნნა
ამ ქალმა გაუფუცჰა Mის წმარს საქმე. ღA დაბალი დონე აქვს.
00:36 / 08-06-2017
გამოხმაურება / 0 /
Iნნა
Aგრესიიტ და ბოგმიტ სავსეა ეს Qალი . AAმიტომაც ვერ მიიგო შAზიგადოეBის მხარდაცჰერა.
00:34 / 08-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
თქვენ მისი გშურთ სხვისი სიხარული ნუ გწყინტ და მან რომ არ არაფერი გითხრათ ტავზე დააჯდებით და დუმილს ჯობია თქვას მაინც გააკრიტიკებთ მას უბრალოდ თქვენი რეაქცია და კითხვებზე პასუხის გაცემა უნდოდა და ტქვენ აყალ მაყალი ატეხეთ ბრავო შესანიშნავები ხართ ტაში დაიმსახურეთ
00:28 / 08-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ამას ტავი უკვე მ არსკვლავი გონია :D
13:23 / 05-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყველაფერი უნდა გაგეტარებინა X ფაქტორის დამთავრებამდე მაინც,მაგ შენი გაწიწმატებით ქმარს უგდებ რეიტინგს
13:12 / 05-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS