27 მაისი, 2017
თაკო გაჩეჩილაძე ნიკი მინაჟის წინააღმდეგ - „რა ვქნა, ვუჩივლო“?
წლევანდელ „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე საქართველო თაკო გაჩეჩილაძემ წარადგინა. თაკოს გამოსვლამ ქართველი მაყურებლის ნაწილის დიდი სიმპათია და მოწონება დაიმსახურა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აკრიტიკებდნენ მის ჩაცმულობასა და შესრულებას.

სოციალურ ქსელში ბევრმა თაკოს კაბაც გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძემ გამოაქვეყნა ნიკი მინაჟის ინსტაგრამის ფოტო, რომელზეც მას თაკოსნაირი კაბა აცვია. ფოტოს თან ახლავს ანრი ჯოხაძის განცხადება:

"იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც თაკოს კაბას აკრიტიკებდით, რომელიც ლაშა ჯოხაძემ შექმნა მინიმუმ ერთი თვის წინ.
დაახლოებით 16 საათის წინ ნიკი მინაჟმა
საკუთარ ინსტაგრამზე გამოფინა ეს ფოტო.

მგონი ჩვენი ჯობია !!!".

კომენტარებში მომღერლის "ფეისბუქის" მეგობრები წერენ:

"ლაშიკო კაბა მოგპარა ნიკიმ", "მგონი არა, ნამდვილად ჩვენი ჯობია, გოგოც და კაბაც!", "ანრი კარგია, რომ ამით ამაყობ, სწორი მიდგომაა".

ეს ფაქტი არც თაკო გაჩეჩილაძემ დატოვა უკომენტაროდ, მან თავის "ფეისბუქზე" დაწერა:

"ეს მაკლდა..... რა ვქნა, ვუჩივლო?

თან, დღევანდელი პოსტია, 10 hours ago....!!!", სიცილის სმაილებით წერს თაკო. 

„რას ფიქრობთ, ვუჩივლო?

ჩემი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ მაინც...“

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა