27 მაისი, 2017
ანიტა რაჭველიშვილი რუსეთის შემოთავაზებაზე უარს ამბობს - „ბოდიშს ვიხდი ჩემი ქვეყნის წინაშე, შეცდომას საბედნიეროდ მეორედ არ ვიმეორებ!
ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„მორიგი შემოთავაზება მოვიდა რუსეთიდან! კრემლში ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალას ატარებენ და მთხოვენ ჩავიდე!

მომავალ წელს პირველ მარტს!

რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს,რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე, სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიოტრიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ!

ადრე ორჯერ ჩავედი, რადგან ვფიქრობდი რომ კულტურას და ხელოვნებას მაინც შეეძლო რაიმეს შეცვლა! ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი ჩემი
ქვეყნის და ყველა პატრიოტის წინაშე! შეცდომას საბედნიეროდ მეორედ არ ვიმეორებ!

მაპატიეთ შეიძლება ჩემი პირადი აზრია,მაგრამ არ მესმის იმათი ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე!

ერთად უნდა დავდგეთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას!“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანი
ჩუმად რა რომ წასულიყო პატრიოტი არ იკნებოდა?? ნეტავ საკარტველო იდგეს ისე მტკიცედ როგორც რუსეტი დგას და მისი პრეზიდენტი პუტინი რომელიც კლისებს არ ემონება და მსოპლიო მას ტავის ჭკუაზე ვერ ატრიალებს! მაგრამ სად შერჩა საკარტველოს ვაკაცობა?? საკარტველოში მონობა გახდა პრიორიტეტი!:-) ვაი გზააბნეულო კარტველობავ?? საიტ მიგაკანებტ ეს ნატო-ს და დასავლეტის სიყვარული? :-) საცოდავო კვეყანა...
02:55 / 29-05-2017
გამოხმაურება / 0 /
კკკ
ჩუმად,რომ არ წასულიყავი არ შეიძლებოდა? თუ ყველამ უნდა გაიგოს რა პატრიოტი ხარ?
20:37 / 27-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS