26 მაისი, 2017
როგორ გამოიყურება თბილისის მერის მეუღლე 26 მაისის ღონისძიებაზე
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წლევანდელი დღესასწაულის მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანია".

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამინისტროებსა და კერძო კომპანიებს გამოყოფილი აქვთ საკუთარი სივრცეები, სადაც მათი სტენდებია განთავსებული.

"მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" ღონისძიებების ფარგლებში პარლამენტის წინ წარმოდგენილია "ვეფხისტყაოსნის" ინსპირაცია, კერძოდ, ქაჯეთის ციხის იმიტაცია, თამარის ხიდის ანალოგი, ასევე პარლამენტის შენობაზე გამოფენილია "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები.

რუსთაველის გამზირზე ღონისძიებებს შეუერთდა თბილისის მერი დავით ნარმანია. ის გამოფენების დასათვალიერებლად მეუღლესთან, თიკა თინიკაშვილთან და უფროს შვილთან ერთად მივიდა. მათთან ერთად რუსთაველის გამზირზე
მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარიაც იმყოფება. იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
ბეჭდვა