25 მაისი, 2017
ინდირა კჯგერნაიამ 5 კილოგრამი დაიკლო - "ვეღარ ვმღეროდი..."
ინდირა ჯგერნაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სელფი წარწერით: "-5 კილო კვირანახევარში". მომღერალმა ხუთი კილოგრამის მოშორება შეძლო კვირანახევარში, რამაც მეგობრების აღფრთოვანება გამოიწვია.

როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო დროს ძალიან პოპულარული "დუკანის დიეტაც" სცდა, მაგრამ ეს შედეგი დუკანის საშუალებით არ მიუღწევია, რადგან ამ უკანასკნელმა გამოაშრო და სიმღერის ძალა დააკარგვინა, ამიტომ თავი გაანება.

"ფეისბუქის" მეგობრები ინდირას ფოტოს კომენტარებში წერენ:

"აშკარად გეტყობა საყვარელო", "გვასწავლე რა ჩვენც", "მე ყველანაირი მომწონხარ", "მასწავლე!", "აუ, რა კაიაა მეც მინდა".

სოფო ნიჟარაძე კომენტარებში
წერს:
"ყოჩაღ დიუკანზე
ხარ? მე მესამე დღეა და -2, თავიდან ეგრეა! შეამჩნიეს დღეს", "არა სოფ, დუკანმა გამომაშრო და ვეღარ ვმღეროდი ძალა აღარ მქონდა, პირადში მოდი", - პასუხობს ინდირა.

კონკრეტულად რომელი დიეტით მიაღწია ამ შედეგს მომღერალი საჯაროდ არ აკონკრეტებს.

ინდირა ერთ-ერთი მეგობრის შეკითხვას დიეტასთან დაკავშირებით მოკლედ და ლაკონურად პასუხობს: "არ ჭამო". ის ასევე, აცხადებს, რომ დაკლებული კილოგრამები არ აკმაყოფილებს და კლებას განაგრძობს, არ ჩერდება.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS