22 მაისი, 2017
ფონდი "იავნანა" ანტი-სტიგმა კამპანიას "დაინახე ყველაფერი" უერთდება
ფონდი „იავნანა“ უერთდება ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ საერთაშორისო განვითარების საააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა მიმართ სტიგმის შემცირებას. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „იავნანას“ ეგიდით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს პიანისტი დავით ალადაშვილი, რომელიც კამპანიას „დაინახე ყველაფერი“ მიეძღვნება.

დავით ალადაშვილი გახლდათ პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ფონდ „იავნანას“ ხელშეწყობითა და საქართველოს სახელით, ამერიკის
შეერთებული შტატების ცნობილ სასწავლებელში „ჯულიარდში“ ჩაირიცხა 2007 წელს. სულ მოკლე დროში მან სოლო-კონცერტი გამართა კარნეგი ჰოლის სცენაზე.

მისი წარმატებული გამოსვლის შესახებ ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მილანის ლა-სკალას სცენაზე, 2016 წელს რამდენიმე რეცენზია გამოაქვეყნა მუსიკალურმა კრიტიკამ. დავით ალადაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურისისა და ფესტივალის ლაურეატია. მათ შორის მონაწილეობას იღებდა სალცბურგის მოცარტეუმისა და ლინკოლნ ცენტრის „თეთრი შუქის“ ფესტივალებში. მისი სადებიუტო დისკი, რომელიც 2013 წელს ჩაიწერა LP Classics label, titled “Opus 13” ნიუიორკ-თაიმსმა ერთ-ერთ საუკეთესო ახალ ალბომად აღიარა.

კონცერტზე შესრულდება ბახის, შუმანის, ბეთჰოვენის, ლისტისა და შოპენის ნაწარმოებები. აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაცია ‘მშობელთა ხიდის’ პარაორკესტრის მუსიკოსები. ისინი თბილისის კონსერვატორიის დიდ სცენაზე რამდენიმე ნომერს შეასრულებენ დავით ალადაშვილთან ერთად.

ფოიეში კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში გავრცელდება ინფორმაცია და კონკრეტული ისტორიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ, დაიდგმება “მითების და რეალობის ჭა“, საიდანაც მოწვეული სტუმრები ამოიღებენ თითო გრაგნილს, რომელზეც მოკლედ იქნება აღნიშნული, თუ რა მითებია გავრცელებული საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ და იქვე იქნება მოთხრობილი, თუ როგორია რეალობა.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS