ნინის პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში ეწვია. მაშინ მომავალ მომღერალს რატი გაჩეჩილაძე უყვარდა.
"პირველი სიყვარული ბაღში იყო, შემდეგ უკვე "გრეჩიხას" ძმიშვილი რატი გაჩეჩილაძე მიყვარდა სკოლაში“.
ნინიმ ქმართან, ირაკლი კუტალაძესთან დაშორებაზეც ისაუბრა.
„ქმრის სიყვარული ცოტა ხანს გაგრძელდა. ღმერთს ვეხვეწებოდი ღმერთო, ეს სიყვარული დიდხანს გაგრძელდეს-მეთქი, მაგრამ მალე დავიშალეთ. ახლა არავინ არ მიყვარს", - ამბობს ნინი.
გადაცემის წამყვანმა ნინიზე და ნოე სულაბერიძეზე გავრცელებულ ჭორზეც ისაუბრა. კითხვაზე
გადაცემის წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ნინის, იმ კაცების სიის გავრცელებას დაჰპირდა, რომელებიც მომღერალზე იყვნენ შეყვარებული.
"ვასკა მხეიძე, ბახვა ბრეგვაძე, საშკა იოსელიანი... დანარჩენს პირადად გადმოგცემ", - უთხრა გიამ ნინის.
მომღერალმა პირველი და ბოლო მამაკაცი დაადასტურა ბახვა ბრეგვაძესთან რომანი კი უარყო.