17 მაისი, 2017
რას გადაურჩა კახი კალაძის უფროსი ვაჟი - „ღმერთმა შვილი მეორედ მაჩუქა...“
ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე „იმედის დღეში“ იმყოფებოდა სტუმრად. მინისტრმა ისაუბრა, თუ როგორ ცხოვრობს სამსახურის შემდეგ.

„მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატიური განწყობა, რაც სამსახურში გროვდება, სახლში არ შევიტანო, აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ყოფილა თუ არა მომენტი, როცა სახლიდან დაურეკეს და მნიშვნელოვანი შეხვედრა გადადო, კახი კალაძემ უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება.

„მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოში არ ვიმყოფებდი და ჩემი უფროსი ბიჭი ცარიელ ბასეინში, სადაც სამუშაოები ტარდებოდა, ჩავარდა.

რასაც ჰქვია გადავრჩით. ღმერთმა შვილი მეორედ
მაჩუქა. ფეხებით დაეცა, ორი თვე ჰქონდა წოლითი რეჟიმი“.

მინისტრმა გადაცემაში ისიც აღნიშნა, რომ ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ხშირად დადის ფეხით და ველოსიპედით.

დიდი იმედი აქვს, რომ მალე თბილისშიც იქნება ველობილიკები, მანამდე კი ის წყნეთში ახერხებს ხშირად ველოსიპედით სეირნობას.
ბეჭდვა