რეიტინგული ფოტო
 
„თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ. როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ, რას იტყვის საზოგადოება“
„თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ. როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ, რას იტყვის საზოგადოება“
17 მაისი, 2017
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

„არ მიყვარს არაფერი, რაც ტყუილია. თუ სიტყვა სიწმინდეც აღწერს, რაღაცას ისეთს, რაც თავისთავად ასე არაა, ამ სიტყვასაც ეხება არსიყვარული. იმედია ოდესღაც, ამ ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, თავის-უფალი, რომელიც გააუქმებს ყველაფერს მსგავსს.

რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე? ვინ აღნიშნავს მას?

ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ქალი თუ გაბრაზებს უნდა სცემო? თუ ისინი, ვინც ამბობენ, რომ ღალატი არ არღვევს ამ სიწმინდის ფუნდამენტს. კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები კუხნაში უნდა იყვნენ? თუ ქალები, რომლებიც ფიქრობენ რომ კაცების მსახურობისთვის გაჩნდნენ?

ოჯახის სიწმინდე არის თავის-უფლება. როცა ადამიანები თავად გადაწყვეტენ, ინდივიდუალურად ურთიერთობის ჟანრს. როცა მხოლოდ საკუთარ გულს ჰკითხავენ ვინ და როგორ უნდა უყვარდეთ და ერთგულები იქნებიან ამ სიყვარულის. არ ააქვს მნიშვნელობა ფერს, სქესს, ენას... არაფერს, სიყვარულის გარდა.

სიწმინდეა, სადაც არ ადევს ბორკილები სიყვარულს. სადაც თავის-უფლებაა.

ხოდა თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ . როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ რას იტყვის საზოგადოება, იმიტომ რომ სიყვარული მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და არავის სხვას.

თუ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, როცა ოჯახი, სიყვარული, სექსი ნიშნავს თავის -უფლებას, გრძნობების პატიმრობის და ტყუილის გარეშე, მაშინ ამ დღეს გილოცავთ 

მთავარია თავის-უფლება. დანარჩენი გემოვნების ამბავია“
You must have Flash Player installed in order to see this player.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (5)
13:37 / 20-05-2017
ნმმმმ
ნანუკა, პატრიარქის მიმართვა წაგეკითხა ჯობდა, მაგრამ რას აღიქვამ?! საცოდავ ადამიანს ვხედავ შენში ... აბა რა ქვია ადამიანს რომელმაც არ იცის სიყვარულის , თავისუფლების და წისმინდის არსი ?! - ნანუკა იქნებ თავად მიპასუხო?
17:55 / 17-05-2017
თამაზი
შენს შვილებს დაარიგე ჭკუა, უზნეო ადამიანებს არ აქვთ ჭეშმარიტების სწავლების უფლება.
16:34 / 17-05-2017
კატო
ნანუკა, შენ ჯერ მუჰამედის და მთის ანდაზაში იმეცადინე და მერე გვამეცადინე იმაში, თუ რა არის თავისუფლება და სიწმინდე
15:08 / 17-05-2017
ჯემალი
ეს ნანუკა მგონია ბოზობასა და პატიოსნებას ვერ არჩევს ან არ იცის რომელი რომელია
11:41 / 17-05-2017
11
ბრძენთაბრძენი ნანუკა,რომელსაც თურმე პატრიარქის დაწესებულ დღესთან დაკავშირებით უკეთესი განმარტება ჰქონია:))პატრიარქზე უკეთ ესმის სიყვარულის არსი,ოჯახის არსი.ამას ამბობს ქალი,რომელიც ცოლიან-ოჯახიან კოდუასთან გააბა რომანი,აა უკაცრავად "თავისუფალი"სიყვარული..ისე არის კატეგორია ძალიან დიდი მასა,რომელიც ისე განლევს ცხოვრებას ხოლმე,ნამდვილი სიყვარული რაა,ვერ გამოსცდის.სიყვარული რომ გაიგო,უფრო მაღალ ზნეობრივ-მორალურ საფეხურზე უნდა იყო ნანუკ!:)