17 მაისი, 2017
„თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ. როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ, რას იტყვის საზოგადოება“
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

„არ მიყვარს არაფერი, რაც ტყუილია. თუ სიტყვა სიწმინდეც აღწერს, რაღაცას ისეთს, რაც თავისთავად ასე არაა, ამ სიტყვასაც ეხება არსიყვარული. იმედია ოდესღაც, ამ ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, თავის-უფალი, რომელიც გააუქმებს ყველაფერს მსგავსს.

რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე? ვინ აღნიშნავს მას?

ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ქალი თუ გაბრაზებს უნდა სცემო? თუ ისინი, ვინც ამბობენ, რომ ღალატი არ არღვევს ამ სიწმინდის ფუნდამენტს. კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები კუხნაში უნდა
იყვნენ? თუ ქალები, რომლებიც ფიქრობენ რომ კაცების მსახურობისთვის გაჩნდნენ?

ოჯახის სიწმინდე არის თავის-უფლება. როცა ადამიანები თავად გადაწყვეტენ, ინდივიდუალურად ურთიერთობის ჟანრს. როცა მხოლოდ საკუთარ გულს ჰკითხავენ ვინ და როგორ უნდა უყვარდეთ და ერთგულები იქნებიან ამ სიყვარულის. არ ააქვს მნიშვნელობა ფერს, სქესს, ენას... არაფერს, სიყვარულის გარდა.

სიწმინდეა, სადაც არ ადევს ბორკილები სიყვარულს. სადაც თავის-უფლებაა.

ხოდა თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ . როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ რას იტყვის საზოგადოება, იმიტომ რომ სიყვარული მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და არავის სხვას.

თუ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, როცა ოჯახი, სიყვარული, სექსი ნიშნავს თავის -უფლებას, გრძნობების პატიმრობის და ტყუილის გარეშე, მაშინ ამ დღეს გილოცავთ 

მთავარია თავის-უფლება. დანარჩენი გემოვნების ამბავია“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ჰმ!
ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნეში თქვა ჩვენმა შოთამ, მაგრამ აგრევია მაინც ,,რამსები“ ნანუკაა, შეგახსენებ თუ გინდა.......,,მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!“_ კარგად ვიცნობთ შენს ,,გვარებს“ და ვიცით გაგიჭირდებათ გაარჩიოთ ერთმანეთისგან, ამიტომაც თქვა ამ გენიოსმა, საცოდნელად არც თუ იოლია ეს ამბავიო. :)))
19:20 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნანუკა, ღმერთმა გაგინათოს გონება და იმის ჭკუა მოგცეს, რომ პატრიარქის და მშობლების დარიგება გაგეთვალისწინებინოს. ისევ შენგან ვიცით, რომ შენი მშობლები უმეტეს შემთხვევაში არ ეთანხმებიან შენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რა დედამ გაგზარდა ასეთი აზროვნებისთქო. ღმერთმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისცეს შენ მშობლებს. გაიხარე, დედაღვთისა გფარავდეს და გეწეოდეს.
12:00 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნმმმმ
ნანუკა, პატრიარქის მიმართვა წაგეკითხა ჯობდა, მაგრამ რას აღიქვამ?! საცოდავ ადამიანს ვხედავ შენში ... აბა რა ქვია ადამიანს რომელმაც არ იცის სიყვარულის , თავისუფლების და წისმინდის არსი ?! - ნანუკა იქნებ თავად მიპასუხო?
13:37 / 20-05-2017
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
შენს შვილებს დაარიგე ჭკუა, უზნეო ადამიანებს არ აქვთ ჭეშმარიტების სწავლების უფლება.
17:55 / 17-05-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
ნანუკა, შენ ჯერ მუჰამედის და მთის ანდაზაში იმეცადინე და მერე გვამეცადინე იმაში, თუ რა არის თავისუფლება და სიწმინდე
16:34 / 17-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS