16 მაისი, 2017
მერაბ ამზოევის მეუღლეს ვიდეომიმართვის გამო აკრიტიკებენ - „მინდა გითხრათ, რომ ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული“
„იქს ფაქტორის“ მონაწილე მერაბ ამზოევი და მისი მეუღლე  სოფია ქავთარაძე ეკრანზე გამოჩენისთანავე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. წყვილმა გარდა ვიზუალური მონაცემებისა საინტერესო ისტორიებითაც დიდი ყურადღება მიიქციეს. როგორც თავად თქვეს, მერაბი უბრალოდ კარაოკე ბარში მღეროდა, სანამ ცოლი შენიშნავდა მის ნიჭს და პროექტში მონაწილეობის მიღებას ურჩევდა.

სოციალურ ქსელში აქტიურ განხილვის საგნად იქცა რომელი უფრო მიმზიდველია - ცოლი თუ ქმარი?

სოფია ქავთარაძემ "ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საშუალებითაც ის მიმართავს საზოგადოებას, აცხადებს, რომ არანაირი ოპერაცია არ აქვს გაკეთებული და განათლებითაც
არავის ჩამოუვარდება, ვიდეოში სოფია პასუხობს საზოგადოების იმ ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ მერაბი ცოლმა "გაქაჩა": "მერაბი მღერის უმაგრესად და თავისი თავი გაქაჩა თვითონ" ამბობს გამოქვეყნებულ ვიდეოში სოფია.

სოფიას ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და ის მკაცრად გააკრიტიკეს ლაპარაკის მანერისა და გრამატიკული შეცდომების გამო, ვიდეო ხალხის მხრიდან უარყოფითი რეაქციის წამოსვლის შემდეგ ფეისბუქიდან მალევე გაქრა.

"მოგესალმებით, მინდა, რამდენიმე სიტყვით გითხრათ იმას რაც ვფიქრობ, და იმას რაც ჩემზე იწერება, რომ მოვფინოთ ნათელი არის თუ არა მართალი ეს ყველაფერი. პირველი, ის, რომ, რაც იწერება, რომ მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მინდა გითხრათ, რომ ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული. ჩემი ცხვირი, ჩემი ტუჩები, ჩემი ეს ჩემი ის ჩემი ის, არაფერი გაკეთებული არ მაქვს, დამშვიდდით, დაწყნარდით, დაოკდით. ხო ეს იმათ ეხება, ვინც ამას წერს, თორე იმ ხალხს შემოვევლე ვინც მხარს მიჭერს და ვინც მაქებს და მართლა ძან მიყვარან ყველანი ვინც მხარს მიჭერს.

რაც შეეხება იმას, რომ მერაბიზე ამბობენ, რომ მერაბი თავისი ცოლი რომ არ ყოფილიყო, ხალხი მერაბიზე არ ილაპარაკებდა და თავისი ცოლმა გაქაჩა და რაღაცა უაზრობები, აი, რა უაზრობაა ეს ხო? მერაბი მღერის უმაგრესად და თავისი თავი გაქაჩა თვითონ, თავისი სიმღერით თავისი ნიჭით, ხალხმა შეაფასა და ახლა მე რა შუაში ვარ კაცო? (იცინის) მე რა ვქენი ეხლა? არაფერი არ მიქნია ხო?

მესამე, რაც შეეხება იმას ჩემზე რო იძახიან რომ გარეგნობა აქვს მარა რაღაცა გაუნათლებელიაო, ლოგიკა არა აქვსო და ვერ საუბრობსო, მინდა გითხრათ რომ, ჯერ ერთი ვსაუბრობ, მაგრამ რადგან არ ვიყავი აქეთ, აქეთ მხარეს, ქართულს ოდნავ გადავეჩვიე მაგრამ ისე არ ვარ, რომ სიტყვები არ მახსოვდეს და რაღაცა პატარა აქცენტი შეიძლება მქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოგიკა არ მივარგა რა უკაცრავად, და გაუნათლებელი ვარ, ხო ეგ ერთი... და გაუნათლებლლობაზე თუ მივა საქმე, მოდი შევეჯიბროთ ვინ უფრო ბევრი ენა იცის, მე თუ შენ! (ის ვინც იძახის რომ გაუნათლებელი ვარ)." - ამბობს სოფია ვიდეოში.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა