10 მაისი, 2017
თაკო გაჩეჩილაძის პასუხი „ევროვიზიას“- „საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი „ევროვიზია“ არ ყოფილა ჩემი ღირსი!“
„ევროვიზია“ 2017-ის პირველი ტური ქართველებისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. თაკო გაჩეჩილაძე ფინალში ვერ გადავიდა. მომხდარს თაკო სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

„ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებ
და ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი „ევროვიზია“ არ ყოფილა ჩემი ღირსი! ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა......!!! სამწუხაროდ

მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!!!!
გკოცნით ყველას!“

შეიძლება დაგაინტერესოთ:

თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზიის“ ფინალის მიღმა დარჩა
ბეჭდვა