რეიტინგული ფოტო
 
თაკო გაჩეჩილაძის პასუხი „ევროვიზიას“- „საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი „ევროვიზია“ არ ყოფილა ჩემი ღირსი!“
თაკო გაჩეჩილაძის პასუხი „ევროვიზიას“-  „საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი „ევროვიზია“ არ ყოფილა ჩემი ღირსი!“
10 მაისი, 2017
„ევროვიზია“ 2017-ის პირველი ტური ქართველებისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. თაკო გაჩეჩილაძე ფინალში ვერ გადავიდა. მომხდარს თაკო სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

„ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი „ევროვიზია“ არ ყოფილა ჩემი ღირსი! ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა......!!! სამწუხაროდ

მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!!!!
გკოცნით ყველას!“

შეიძლება დაგაინტერესოთ:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (22)
14:45 / 18-05-2017
გიული
ყველაფერი შესანიშნავი იყო, თაკომ არაჩვეულებრივად იმღერა, პუბლიკამაც კარგად მიიღო,ხომ იცით, როგორც ხდება და ამიტომ აღარ უნდა ვინერვიულოთ ხოლმე.უბრალოდ მივიღოთ მონაწილეობა ღირსეულად.
15:16 / 15-05-2017
koki
თაკო, რატომ იყავი აგრესიული? ეს არის საშინელება. ანრი ჯოხაძე ნოლია.
15:46 / 13-05-2017
ექსპერტი
გაჩერდი!
15:44 / 13-05-2017
ფსიქოლოგი
თავისი ფილოსოფია აქვს.
08:01 / 12-05-2017
ნატო
ვაი ჩვენს პატრონს,სიმღერას რომ დაგვიწუნებენ.ვითომ მომღერლები არ გვყავდეს თაკოზე უკეთესი