26 აპრილი, 2017
ბექა ხოფერია მესამე გოგოს მამა გახდა
"მესამე გოგოს მამა გავხდი!!!!! ანასტასია შემოგვემატა", წერს ბექა ხოფერია ფეისბუქზე.

ბექას მეუღლე ინა ხოფერია, ორსულობის ბოლო დღეებშიც კი არაჩვეუებრივად გამოიყურებოდა და ბევრი გოგონასთვის მისაბაძი გახდა.

ბექა და ინა ოსიპოვას უფროსი გოგონა ალექსანდრა ჰყავთ. ბექას პირველი შვილი, ნინა მომღერალ თიკა ჯამბურიასგან ჰყავს.

ბექა და ინა სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებენ და პატარა ანასტასიას ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებენ.

მილოცვებს ჩვენც ვუერთდებით და ბექას და ინას გოგონებთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS