26 აპრილი, 2017
ხუთი უცხოელი ვარსკვლავის ქართველი ორეულები
შეუძლებელია ერთხელ მაინც არ შეგედარებინოთ თავი რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მიბაძვაზე. ფაქტია, რომ როცა ვიკერავთ საბანკეტო კაბას, ვიკეთებთ მაკიაჟს, ტატუს, ვიცვლით ვარცხნილობას თუ ვიღებთ ფოტოებს, ნიმუშად ყოველთვის რომელიმე სელებრითის ფოტო გვაქვს.

სტატისტიკურად დამტკიცებული ფაქტია, რომ ყველა ადამიანისთვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი ან მოდელი ისაა, რომელშიც საკუთარ თავს, გარკვეულ მსგავსებებს ხედავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უმეტესად ქერა ქალბატონებს, ქერები მოსწონთ, შავგვრემნები კი მუქ ტონალობებს ანიჭებენ უპირატესობას.

არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანს ჰყავს 7 ორეული დედამიწაზე.
თუმცა ისინი ისე არიან დაკარგულები დროში და სივრცეში, რომ მათი შეხვედრის შანსი ძალიან მცირეა. ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა, რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავის ორეულობას. ჩვენ გთავაზობთ ქართველ სელებრითებს, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს ორეულებივით ჰგვანან.

კრისტი ყიფშიძე
მოდელი, რომელიც 30 წელს გადაშორებულია და კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. ის ქართული პოდიუმის ვარსკვლავია. კრისტი ყიფშიძისა და პენელოპე კრუსის მსგავსება უდავო და აშკარაა, ისინი ერთმანეთს ორეულებივით ჰგვანან.
Rating





















ასევე შესამჩნევია მსგავსება ნუკი ყარალაშვილსა და ირინა შეიკს შორის, ერთნაირი შარმი და ქარიზმა, ღია ფერის თვალები მუქი თმა. ნუკი ყარალაშვილმა 2015 წელს "მის საქართველოს" წოდება მიიღო და ჩვენი ქვეყანა წარადგინა საერთაშორისო კონკურსზე. მოდელს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პრომოში ზუსტად ირინა შეიკივით ეცვა, რამაც მსგავსება უფრო შთამბეჭდავი გახადა.
Rating




















დებ გაჩეჩილაძეებს
მაყურებელი ბავშვობიდან იცნობს. ნინო გაჩეჩილაძე საზოგადოებას განსაკუთრებით "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს როლის დამსახურებით შეუყვარდა. ნინოსა და ოდრი ჰეპბერნის მსგავსებაც განსაკუთრებით თვალშისაცემი ნინოს ლუქის დამსახურებით გახდა. ერთნაირი მაკიაჟი და ვარცხნილობა ხაზს უსვამს ისედაც საკმაოდ შესამჩნევ მსგავსებას.
Rating
შორენა ბეგაშვილის, საქართველოს სექსსიმბოლოს, ელეგანტური და სექსუალური მსახიობისა და მონიკა ბელუჩის მსგავსებაც არაერთხელ აღნიშნეს. ისინი ორივენი შავგვრემნები არიან, თლილი ნაკვთები და ქალური ფორმები კი ორივეს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

Rating

ეკა ქუთათელაძემ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში ჩატარებულ კონკურს ''მის პლანეტაში'', სადაც 45 მონაწილეს შორის საუკეთესო ტოპ-მოდელის სტატუსი მოიპოვა მას უკვე ყველა იცნობს, როგორც ქუთაისელ ანჯელინა ჯოლის. პრესაში თუ სოციალურ ქსელში, სადაც ეკა ქუთათელაძის სახელსა და გვარს შეხვდებით, იქვე აუცილებლად წაიკითხავთ ჰოლივუდის ვარსკვლავის, მსოფლიოში ულამაზეს ქალად აღიარებულის, ანჯელინა ჯოლის სახელსაც.

Rating

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნატა
მე ვამსგავსებ თაკოს და ოდრის თვალებით, გამოხედვით, ეკრანზე მართლა გავს ხშირად, ცხოვრებაში არ ვიცი
01:51 / 01-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ტატა
სად მონიკა და სად შორენა საერთოდ არანაირი მსგავსება არ არის.
21:22 / 30-04-2017
გამოხმაურება / 1 /
niania
Shorena jobia!:)
22:13 / 13-01-2018
ქართველი ორეულები
აი სად თაკო გაჩეჩილაძე და სად ოდრი, თამუნა ტაბატაძე არის ზუსტი ასლი განსაკუთრებით სითის ჯურნალისთვის გადაღებულ ფოტოებში. აი ანჯელინას ჯოლის ქართველი ორეულის კი რა გითხრათ
14:53 / 27-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ბაბი
ოდრი ჰეპბერნის გია ბაღაშვილის ულამაზესი მეუღლე უფრო გავს,ჩემი აზრით
00:56 / 27-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS