25 აპრილი, 2017
„ნიჭიერის“ გამარჯვებული ეკა აბულაძე მეზობლებს მიმართავს - "ევროპა კი არა, ჯუნგლები ალალია ჩვენზე მეზობლებო, გამოდით.."
წლევანდელი წლის "ნიჭიერის" გამარჯვებულის ეკა აბუკაძის მიმართ, საზოგადოებამ უჩვეულო აგრესია გამოხატა.

გავრცელდა ხმები, რომ ეკა აბულაძემ ქრთამის გაღებით, უსამართლოდ გაიმარჯვა და დიდი მითქმა-მოთქმა შეიქმნა. როგორც მომღერალმა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშიც დაწერა, როცა ხალხი მას საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის აგილებში ხვდება, გაოცებას აშკარად გამოხატავენ და არ მალავენ, რომ გავრცელებული ხმების გამო მას მდიდარ პიროვნებად მიიჩნევდნენ.

როგორც აღმოჩნდა, აგრესიას დღემდე გამოხატავენ და თანაც, არა მარტო სიტყვიერად.

ეკა აბულაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

"დიდი მადლობა, მეზობლებს, ფოტოსესიისთვის გარეცხილ-გაფენილ
ტანსაცმელზე რაღაც გაურკვეველი წუმპე რომ ჩამომისხეს, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, ვერ ვითვლი, სიგარეტის ბიჩოკებით დამწვარ ტანსაცმელზე, აივანზე ჩამოყრილ ნაგავზე რომ აღარაფერი ვთქვა. ევროპა კი არა, ჯუნგლები ალალია ჩვენზე მეზობლებო,გამოდით!".
"ადი და უჩივლე", "უვარგისი ხალხია!", "ესენი ხო ხალხი არ არიან რა!", "აი რა ზრდილობაა ეს ნაგვის კორპუსიდან გადმოყრა, წყლის და სხვა ოხრობების გადმონთხევა, ვერ გავიგებ ცხოვრებაში რა", - წერენ ეკას "ფეისბუქის" მეგობრები კომენტარებში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS