25 აპრილი, 2017
რატომ დაიხურა „იმედის დილა“ - „რაღაც მთავრდება, უკეთესი იწყება“!
ცნობილი გახდა, რომ "იმედის დილა" დაიხურა. გადაცემის წამყვნები მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.

"შეუძლებელია ორ წუთში ვისაუბრო იმ ემოციებზე, რაც მაკავშირებს ამ ტელეკომპანიასთან, ამ სტუდიასთან. ცოტა წარმოუდგენელიცაა, რომ დილის 5 საათზე მაღვიძარა აღარ გამაღვიძებს აქ მოსასვლელად... მადლობა თქვენ, რომ გვიყურებდით, იღვიძებდით ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით ერთმანეთს" - აღნიშნა თაკო ჩორგოლაშვილმა გადაცემის დასასრულს.

მოგვიანებით თაკომ სოციალურ ქსელში „იმედის დილის“ წამყვანების ფოტო ატვირთა. 

"ძალიან მიყვარხართ!!! რაღაც მთავრდება, უკეთესი იწყება! მე მჯერა, რომ ასე იქნება თითოეულის შემთხვევაში!
მთავარია, დიდი სიყვარულით ვაკეთეთ ჩვენი საქმე", წერს თაკო ფეისბუქზე. 

ცნობილია, რომ „იმედის დილა“ მალე განახლებული სახეებით წარდგება მაყურებლის წინაშე.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ „დღის შოუს“ წამყვანმა სოფო ნარჩემაშვილმაც დატოვა გადაცემა.
ბეჭდვა