24 აპრილი, 2017
ანდრია გველესიანი „პრაიმ შოუზე“ გაბრაზებულია - "მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში, თუ ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხსაც ამომიჭრით...“
მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი გაბრაზებულია, როგორც მან აღნიშნა ის სტუმრის სტატუსით მიიწვიეს გადაცემაში, რომელშიც განიხილავდნენ თემას პროექტზე, სადაც ის ფინალისტი იყო და შეკითხვები არ დაუსვეს.

ანდრია წერს, რომ არ სურს დეტალებზე საუბარი და არ აკონკრეტებს რომელ ტელეკომპანიაზე და კერძოდ, გადაცემაზეა განაწყენებული, თუმცა ის ცოტა ხნის წინ "პრაიმ შოუს" სტუმარი იყო, სწორედ ამ გადაცემაში საუბრობდნენ პროექტზე "ცეკვავენ ვარსკვლავები" და პროექტის მონწილეებზე. ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში, რომელშიც
განიხილავენ თემას პროექტზე, სადაც მე ფინალისტი ვიყავი...

თუ 5 სთ - ის განმავლობაში კითხვას არ დამისვამთ თემასთან და პროექტთან დაკავშირებით და ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხსაც თუ ამომიჭრით...

მეტს აღარ დავაკონკრეტებ...

ისევ ჩემი მეგობრების გამო, რომელთაც წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ შეცდომის გამოსწორების უფლებას მოგცემთ "

"მაინც ბრწყინავდი, იმათ ბოდვას შენი სიჩუმე ჯობდა, მაგითაც ეტყობოდა გადაცემას, ხარისხი ნაკლებად აინტერესებთ, არ იჯავრო, შენ წინა პროექტის გამარჯვებული ხარ, ისე, მაქაცარია სტასზე მეტად შენ გგავს, ამიტომ ვგულშემატკივრობ",

"სტო პროცენტი ხარ ძმა, მეც ვუყურე და გაოცებული დავრჩი, ეს ტელევიზია დაემსგავსა მარაზმს!",

"თვითონ ხომ უაზრობებზე ილაპარაკეს, მაგალითად კუზანოვამ, უტაქტო ქალი!",

"თითქმის ეგეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ერთ-ერთ შოუში, სადაც პლუს ეთერში დაჯდომამდე, სანამ ჩემი ბლოკი მოვიდოდა ცივ დერეფანში გვაყურყუტეს მე და ცნობილი ადამიანები. მთელი „აბესალომ და ეთერის“ სადადგმო შემადგენლობა.", - წერენ სტატუსის კომენტარებში.

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Alamaria
Storia.tkuilad dros akargvineben
21:41 / 25-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვეთანხმები ამ ბიჭს, კუზანოვამ ისიც გააგებინა ხალხს რომ ქმარი როცა აეჭვიანებს, თურმე მის ბარათზე მაღალი თანხები ირიცხება. გეყოფათ რაა, აგარ გვინდა თქვენი ამდენი მართლაუაზრობების მოსმენა.... ისე მაქაცარია ძალიან გავს ანდრეას.
22:02 / 24-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS