23 აპრილი, 2017
სკანდალი გრძელდება - „კლინიკიდან დამიკავშირდნენ - ჰგონიათ, რომ მათ კონკურენტ კომპანიას შევეკარი და ისე ვუტევ“
როგორც ცნობილია, ნიკა ქავთარაძემ გადაწყვიტა, სასამართლოში უჩივლოს კლინიკას, სადაც მან თმის გადანერგვის ოპერაცია სამჯერ გაიკეთა, მაგრამ უშედეგოდ.

სოციალურ ქსელში ნიკამ  ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ის პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია.

„ოთხი ადამიანი დამიკავშირდა ამ დღეებში, რომლებიც ჩემსავით დაასახიჩრა "თალიზმა". ფაქტიურად არანაირი შედეგი და უზარმაზარი "შრამები" აქვთ ოთხივეს

ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე ამ კლინიკის შესახებ!

P.S. კლინიკიდან დამიკავშირდნენ - ჰგონიათ, რომ მათ კონკურენტ კომპანიას შევეკარი და ისე ვუტევ. ღმერთო როგორია თვითგადარჩენის ინსტინქტი“
ბეჭდვა