„ძალიან უცნაური შეგრძნებაა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ეს მედალი არ იქნებოდა ჩვენი გუნდის შეთანხმებული მუშაობის გარეშე“, წერს ტელეწამყვანი.
ჯილდო თინა კანდელაკს სოჭის სამხედრო თამაშების მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის გადასცეს. სამხედრო თამაშების ტრანსლირება "მატჩ ტვ"-ზე მიმდინარეობდა. სწორედ ამ არხის გენერალური პროდიუსერია თინა კანდელაკი.