22 აპრილი, 2017
რატომ დააჯილდოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თინა კანდელაკი მედლით - "ძალიან უცნაური შეგრძნებაა"(+ ვიდეო)
ტელეწამყვანი თინა კანდელაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მედლით დააჯილდოვა. ცერემონიის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოს თინა კანდელაკი ინსტაგრამზე აქვეყნებს.

„ძალიან უცნაური შეგრძნებაა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ეს მედალი არ იქნებოდა ჩვენი გუნდის შეთანხმებული მუშაობის გარეშე“, წერს ტელეწამყვანი.

ჯილდო თინა კანდელაკს სოჭის სამხედრო თამაშების მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის გადასცეს. სამხედრო თამაშების ტრანსლირება "მატჩ ტვ"-ზე მიმდინარეობდა. სწორედ ამ არხის გენერალური პროდიუსერია თინა კანდელაკი. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS