რეიტინგული ფოტო
 
იუნა შაფათავა ქართველ სელებრითებს მიმართავს - "ახლა ვინ არის ავტორი ერთნაირი, ძალად კუკლების?..."
იუნა შაფათავა ქართველ სელებრითებს მიმართავს - "ახლა ვინ არის ავტორი ერთნაირი, ძალად კუკლების?..."
21 აპრილი, 2017
იუნა შაფათავა უკვე რამდენიმე თვეა, ნიუ იორკში მოღვაწეობს. ის სოციალურ ქსელში ხშირად წერს სტატუსებს ამერიკულ კულტურაზე, მანჰეტენზე და ამერიკელებზე.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა დაწერა, რომ ბოლო დროს ქართველი სელებრითები პლასტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურების დამსახურებით ერთმანეთს ძალიან დაემსგავსენ, ის მათ ურჩევს ბუნებრივობა შეინარჩუნონ.

"ქართველი სელებრითები რა ტყუპებივით დაემსგავსეთ ერთმანეთს, რა ხდება, კოსმეტოლოგიური და პლასტიკური პროცედურების შეჯიბრია? keep natural,girls" - წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსად.

იუნა არ აკონკრეტებს რომელ სელებრითებზე საუბრობს და არც რომელიმე კოსმეტოლოგს, ან ქირურგს ადანაშაულებს ქართველი სელებრითების ბოლო დროინდელ ცვლილებებში, თუმცა როცა ერთ- ერთმა მეგობარმა ჰკითხა: "ეხლა ვინ არის ავტორი ერთნაირი, ძალად კუკლების?", მან უპასუხა: "ყველა კუთხეში კლინიკაა და...".

"სად არიან ნატურალები? მგონი, მარტო ჩვენ დავრჩით", "ქართული სელებრითი", ეგეთი კომედიური სასტავი ჯერ გვყოლია", "მართალია, დაო".- წერენ იუნას "ფეისბუქის" მეგობრები კომენტარებში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (1)
22:15 / 23-04-2017
მარისა
როგორ მაღიზიანებს ეს ბარბარიზმები. სელებრითები და მისთანები უკვე ბევრჯერ შემხვდა. წერე ქართულად!!!!!
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა