21 აპრილი, 2017
თინა მახარაძეს „ჩემი ცოლის დაქალების“ დატოვება მოუწია - „ეს ამბავი მაგრად დაგეხმარება, გუდ ლაქ“
მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დიდი ხნისოცნება ასრულდა და კინორეჟისურის სამწლიან მაგისტრატურაში მიიღეს, რის გამოც მას სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დატოვება მოუწევს.

"კინორეჟისურის სამწლიანი მაგისტრატურა. მიმიღეს.

" Jonathan Wacks serves as academic director. Feirstein's advisory board includes Darren Aronofsky, Celia Costas, Ethan Hawke, Steven Soderbergh, and Fisher Stevens."

თავდადებული მადლობა და სიყვარული ჩემს რეკომენდატორებს, განსაკუთრებით Nika Ruruaს, და რა თქმა უნდა, Kakha Mshvidobadzeს,Tamar A Mirianashviliს და ჩემი ფილმის გადამღები ჯგუფის ყველა წევრს
ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს." - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მსახიობს ამ ამბავს მეგობრები ულოცავენ. მათ შორის სერიალის სხვა მსახიობები.

„მაგრად მიხარია !!! ისედაც სულ ვიცოდი, რომ კიდევ ბევრ კარგს, საინტერესოს და ღირებულს გააკეთებ ცხოვრებაში . ეს ამბავი მაგრად დაგეხმარება გუდ ლაქ , ლავ იუ“, წერს სტატუსისი კომენტარებში ბახვა ბრეგვაძე. 

ბეჭდვა