20 აპრილი, 2017
გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“, თბილისის საკრებულოს შენობაში 2017 წლის 21 აპრილს გაიმართება
2017 წლის 21 აპრილს, საღამოს, თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველო- გერმანიის წელი (2017) ოფიციალურად გაიხსნება. სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017“ გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში
პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან.

21 აპრილს, საზეიმო გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან ჩამოვლენ
გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში, ბატონი მიხაელ რაიფენშტუელი. გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა
გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“. 

გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მასალა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ვებ-არქივიდან, რომელსაც შექმნის ქართული ორგანიზაცია „სოვლაბი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ- არქივის მიზანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დოკუმენტური და ისტორიული წყაროების დაცვა და პოპულარიზაცია. გერმანია-საქართველოს წელი გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება 2017 წლის 26 აპრილს, გერმანიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
Rating


საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებული ინფორმაცია და დაგეგმილი
ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ Facebook გვერდზე
www.facebook.com/DeuGeo2017.

მედიის წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ დაესწრონ საქართველო-გერმანიის
წლის საზეიმო გახსნას 2017 წლის 21 აპრილს, 19 საათზე, თბილისის საკრებულოს
შენობაში. ამისათვის გთხოვთ 20 აპრილამდე გაიაროთ რეგისტრაცია საქართველო-
გერმანიის წლის PR-მენეჯერთან, ქალბატონ მზეხა მახარაძესთან, მობ. 593 592872,
მეილი: mzekhamakharadze@gmail.com.

ქალბატონი მზეხა მახარაძე ასევე გასცემს პასუხს თქვენს შეკითხვებს საქართველო- გერმანიის წელთან დაკავშირებით.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS