20 აპრილი, 2017
ინდირა ჯგერნაიამ სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები პირველად გამოაქვეყნა – "ოქროს პრინცი გყავს"
მომღერალ ინდირა ჯგერნაიას შვილი დიდი ხანია საზოგადოების ინტერესის ობიექტად იქცა. ინდირამ ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ თემას ტაბუ დაადო და ის არც შვილის ფოტოებს აქვეყნებდა სოციალურ ქსელში, რაც ბევრს უჩვეულოდ მიაჩნდა.

პრესა, ინდირას გულშემატკივრები, "ფეისბუქის" მეგობრები და საერთოდ, საზოგადოება დიდი ხანი ელოდა ინდირას შვილის ფოტოების ინტერნეტში გამოქვეყნებას. რამდენჯერმე, ცრუ ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს მომღერალმა გამოაქვეყნა შვილთან ერთად გადაღებული სურათები, მსგავს მასალებს ხშირად თან ახლდა ინდირა ჯგერნაიას ფოტოები, სხვა ბავშვებთან ერთად.

ინდირამ, როგორც იქნა გაასაჯაროვა ანდრიას ფოტო. მან
"ფეისბუქზე" ატვირთა შვილის სურათი წარწერით:

"ჩემი ტკბილი ბიჭი" და ახლა უკვე ყველასათვის ცნობილია როგორ გამოიყურება ინდირა ჯგერნაიას შვილი.

"სასწაული ბიჭია", "ოქროს პრინცი გყავს", "რა სიცოცხლეა, უფალმა არ მოაკლოს წყალობა","რა საყვარელია, ღმერთო ჩემო!", "რა შვილი გყავს" "რა სიცოცხლეა ინდირა! ღერთმა დალოცვილი გიმყოფოს!", – წერენ კომენტარებში ინდირას "ფეისბუქის" მეგობრები.

მერიემ კაკაურიძე

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS