20 აპრილი, 2017
Samsung Anti-Tangle - შეიქმენი კომფორტი
ამიერიდან სახლის დასუფთავება ბევრად უფრო მარტივია

Samsung Electronics-
ი წარმოგიდგენთ უახლესი ტექნოლოგიის მტვერსასრუტების სერიას უნიკალური Anti-Tangle ტურბინით. მისი გამოყენება ძალიან მარტივი და კომფორტულია.

Anti-Tangle ტურბინა

ოთახის დასუფთავების დროს თმა ან ბეწვი, რომელსაც მტვერთან ერთად იღებთ იატაკიდან ან ხალიჩიდან, შესაძლოა კონტეინერის შიდა ნაწილებსა და გამტარ ბადეზე გაიჭედოს, რის გამოც მტვერსასრუტი ეფექტურად ვეღარ მუშაობს და თქვენ გიწევთ თავად გაათავისუფლოთ იგი ჩახვეული თმისაგან. Anti-Tangle ტურბინა ქმნის ჰაერის საპირისპირო ნაკადებს, რომელიც ერთმანეთისგან განაცალკევებს ჰაერს, თმას და მტვერს, შესაბამისად ჰაერის გამტარი
მილი არ იბიდნება და არ იჭედება თმით. აქედან გამომდინარე, მტვერსასრუტის გაძლევთ მუდმივად მძლავრ შეწოვის ძალას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონტეინერის გავსებაზე.

ნუღარ იდარდებთ ჩახვეულ თმაზე

Anti-Tangle ტურბინისა და ადვილად დასაცლელი კონტეინერის წყალობით, აღნიშნული მტვერსასრუტი მცირე ძალისხმევას საჭიროებს მოსავლელად. სპეციალურად შექმნილი სისტემა ხელს უშლის მტვერს, ბეწვსა და თმას გაიჭედოს კონტეინერის შიდა ნაწილებსა და გამტარ ბადეზე. შედეგად, აღარ მოგიწევთ ჭუჭყისა თუ ჩახვეული თმის ხელით მოშორება. საკმარისია სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით მარტივად მოხსნათ კონტეინერი და ჭუჭყთან ხელის შეხების გარეშე გადაყაროთ შიგთავსი ურნაში.


bpn
კომპაქტური დიზაინი

ალბათ ყველა ქალბატონს უჭირს დიდი და მძიმე მტვერსასრუტის გამოყენება. სამსუნგის ახალი მტვერსასრუტის ზომა, მის წინამორბედთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. კომპაქტური დიზაინის გამო მისი გადაადგილება თქვენს ბინაში უფრო მოსახერხებელი, ხოლო დასუფთავება კიდევ უფრო გამარტივებულია.

მტვერსასრუტი Anti-Tangle ტურბინით გიქმნით კომფორტს და თქვენს ოჯახში შეუცვლელი დამხმარე გახდება.

(R)

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS