19 აპრილი, 2017
კახი კალაძის ახალმა სტილმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა(+ ფოტო)
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხშირად მისი იმიჯის გამო ექცევა ხოლმე, მინისტრი ხან ულვაშს ატარებს, ხან ლამბერსექსუალია, ხანაც მისი განსხვავებული სამოსი ხვდებათ თვალში.

ცოტა ხნის წინ კახი კალაძემ ბაფთიან ქუდში გადაღებული ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე და ამჯერადაც მისმა სტილმა ყურადღება მიიქცია. თუმცა ახლა კრიტიკის ნაცვლად მინისტრმა კომპლიმენტები დაიმსახურა.

„ყველაზე მოდური პრემიერი“,

„ყოველთვის სიმაღლეზე დგახართ, პატივს ვცემთ თქვენს გემოვნებას“.

„ყველაზე მოდური და ადამიანური მინისტრი“, ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში.

ბეჭდვა