რეიტინგული ფოტო
 
ნინი ბადურაშვილი და მურად ილდირიმი ფილმში ერთად ითამაშებენ - „ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნებაა“
ნინი ბადურაშვილი და მურად ილდირიმი ფილმში ერთად ითამაშებენ - „ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნებაა“
19 აპრილი, 2017
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მომღერალი ნინი ბადურაშილი მის ახალ გეგმებზე საუბრობს. ცნობილი ხდება, რომ მრავალი წლის შემდეგ ნინის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ფილმს იღებს, სადაც ნინისთან ერთად თურქული სერიაებისთვის კარგად ნაცნობ მსახიობ მურად ილდირიმს ვიხილავთ. ნინის ამბობს, რომ პროფესიით მსახიობია და
You must have Flash Player installed in order to see this player.
არ გაუჭირდება მთავარი როლის შესრულება, მურად ილდირიმის პარტიორობა კი ცოტათი აშინებს. გამოცდილი მსახიობია და ალბათ ადვილი არ იქნება, აღნიშნა ნინიმ „სარკესთან“ საუბარში.  

"მამაჩემი იწყებს ფილმის გადაღებას. მაისიდან იგეგმება და ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლში მე ვიქნები. ეს იქნება თურქულ-ქართული პროექტი. ჟანრს რაც შეეხება, დრამაა. პარტნიორობას მურად ილდიმირი გამიწევს. პროფესიით მსახიობი ვარ და ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნებაა, კინოში მთავარი როლი ვითამაშო. მურადი ძალიან გამოცდილი პიროვნებაა ალბათ მისი პარტნიორობა ადვილი არ იქნება. მას ამ ფილმში მონაწილეობის მიღება ძალიან გაუხარდა", - ამბობს ნინი.

რამდენიმე წლის წინ როდესაც ნინი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა და ჟიურის ერთ-ერთი წევრი მურად ილდირიმი იყო, ყვითელი პრესა აქტიურად წერდა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა მოგვიანებით ეს ჭორი არ დადასტურდა.

ცოტა ხნის წინ თურქი მსახიობი მაროკოელ პრინცესაზე დაქორწინდა. 

შესაძლოა, დაგაინტერესოთ


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა