ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები კარგა ხანს არ
ახლახანს კი ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად არიან. ფოტოებზე ლევ გეიხმანის მამაც არის ასახული.
"აი, მამიკოც" - ვკითხულობთ ერთ-ერთი ვიდეოს წარწერაში, რომელზეც პატარა ოლივია დედ-მამასთან ერთადაა. ოჯახი წვეულებაზეა გადაღებული, თუმცა უცნობია, რას აღნიშნავენ ისინი. ერთობლივ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოყვა. კომენტარების ავტორები ოჯახს კვლავ ერთად ყოფნას ულოცავენ:
"რა სასიამოვნოა თქვენი ერთად დანახვა. ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს ოჯახს!"; "მიხარია რომ კვლავ ერთად ხართ"; "მამიკო და დედიკო!... ოლივია გაერთიანებთ და ეს ანგელოზი არაჩვეულებრივია", - წერენ კომენტარების ავტორები. იხილეთ ვიდეო + ფოტოები