რეიტინგული ფოტო
 
„დიდი სიჩუმეა ეხლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს. წავიდა დიდი ხულიგანი“
„დიდი სიჩუმეა ეხლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს. წავიდა დიდი ხულიგანი“
13 აპრილი, 2017
ნინო დარასელი ბიძის- ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებას ფეისბუქზე შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

„ტუი იცით რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა.

ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა,ჰოდა არასდროს სკოლაში კარიდან არ შესულა,სულ მესერზე გადახტომით პირდაპირ ფანჯრიდან ძვრებოდა კლასში.მერეც არასდროს აურჩევია იოლი გზა. მის "არანორმალურ საქციელებზე" კიდევ ბევრი რამე ახსენდებათ.არასდროს ყოფილა " ყველასავით ნორმალური", ორდინალური, ჰოდა ტუი შეარქვეს.

ძალიან უშიშარი და ერთგული იყო.არასდროს ყოფილა მთავრობაში სულ ოპოზიციაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყო, მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც იყო. თავის დროზე შევარდნაძემაც ვახოსთან ყოფნას მოქალაქეთა კავშირი არჩია.თუმცა გავიდა დრო და ალმოკიდებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა და ვარდების რევოლუციის დროსაც, ორი კაცი რომ დარჩა პრეზიდენტთან,ერთი ვახო იყო.

მე სულ ვეკამათებოდი,მის გამოსვლებზე ვდარდობდი.მე წესიერი გოგოს კომპლექსი მქონდა,ის კი მშვენივრად ამართლებდა თავის ბავშვობის ზედმეტსახელს. არასდროს იყო ჩემზე ნაწყენი.ვუყვარდი და მე რას ვგრძნობდი მის მიმართ სულაც არ ანაღვლებდა. ის უბრალოდ გასცემდა. ამის გამო ვერ ვამარცხებდი და თავს ვანებებდი.

მარტო ერთი სუსტი წერტილი ქონდა.ბავშვები.აი მხოლოდ მათ შეეძლოთ მისი მორევა.ერთხელ ვიღაცა ქალმა საშინლად ლანძღა,ეგ კიდევ მშვიდად აიტანა,მაგრამ როგორც კი ის ქალბატონი მაიაზე გადავიდა, მივხვდი ეხლა რაღაც დატრიალდებოდა,შორს ვიდექი და სასწრაფოდ გავძახე ჩემს მეგობარს,ბავშვი დაანახეთქო.იმ წამს დამშვიდდა,მოლბა და გაიღიმა.ბავშვებს ძალიან დააკლდებათ დიდი ვახო.

დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა. ტკიოდა ყველაფერი,მაგრამ თავის თავისთვის სად ეცალა, სანამ პირდაპირი მნიშვნელობით არ დაეცა. ნერვიულობამ წააქცია.

დიდი სიჩუმეა ეხლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს. წავიდა დიდი ხულიგანი.

დიდი ბოდიში ვახო და მშვიდობით ტუი“!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (6)
14:19 / 24-04-2017
zaza tbilisi
...ბავშვობა გამახსენდა,... ...მეღიმება,... ...ლიკანში სწავლით გადაღლილი პირველკურსელები ვისვენებთ,... ...ვახო და ზაზა პრეფერანსს გვეთამაშებოდნენ ვითომ "მაზიანზე" - ყვიბისში სოკოზე,... ..."წააგებდნენ", კისრულობდნენ,... ...სულ მიკვირდა - ერთ კვირაში ასე მაგრა როგორ ვისწავლე ეს ურთულესი თამაში,...
21:42 / 22-04-2017
მარი
ნათელში ყოფილიყოს
00:08 / 21-04-2017
მაკა
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!...
18:17 / 19-04-2017
ეთერი ლომსაძე
მართლაც რომ ძალიან შემეცოდა,სიკვდილი ხომ ყველასთვის გარდაუვალია,მაგრამ ამ სიტუაციაში?
15:29 / 19-04-2017
მანანა
ამეტირა! თანაც მგონია რომ ყველაფერი ერთდროულად დაატეხეს თავზე. ამას ვერავინ ვერ გაუძლებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა