31 მარტი, 2017
თაკო გაჩეჩილაძემ ''ევროვიზიის'' სომეხი კონკურენტის გამოწვევას უპასუხა - ''გასაოცარი იყო შენგან "მოხევის ქალო თინაოს" მოსმენა''
''ევროვიზიის'' სომეხ კონკურსანტ არცვიკს მოუვიდა ორიგინალური და საინტერესო პროექტის იდეა, რომლის მონაწილეებიც ''ევროვიზიის'' კონკურსანტები იქნებიან და იმღერებენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სიმღერებს.

არცვიკმა პირველი გერმანიის წარმომადგენელი ლევინა გმოიწვია, მისთვის არცვიკმა იმღერა “Das Wandern ist des Müllers Lust” და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლევინამ სიხარულით მიიღო გამოწვევა და სომეხ კოლეგას უმღერა “Kaqavik”.

სომეხი მომღერლის გამოწვევა ასევე მიიღეს უკრაინელმა და ქართველმა მომღერლებმაც, მათ მადლობა გადაუხადეს სომეხ კონკურსანტს საინტერესო პროექტისთვის.

არცვიკმა თაკო გაჩეჩილაძისთვის სიმღერა ''მოხევის ქალო თინაო'' იმღერა. 

სომეხი კონკურენტის საპასუხოდ თაკომ სოციალურ
ქსელში ვიდეო ატვირთა.

"მივესალმები სომხეთს! გამარჯობა, არცვიკ! ნამდვილად გასაოცარი იყო შენგან "მოხევის ქალო თინაოს" მოსმენა. ასევე, მე ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება მიმეღო შენი გამოწვევა." - ამბობს თაკო გაჩეჩილაძე ვიდეოში.

სიმღერას, რომელიც თაკომ შეასრულა, ქვია “Lorik”.

"ფეისბუქზე" თაკოს ვიდეოს კომენტარებში წერენ:

"იდეალურია, ყოველი ნოტი და ბგერა... ღმერთო ჩემო", "საოცარი ხმა გაქვს, მადლობა სომხეთიდან", "ულამაზესია ეს გოგო", "ბრავო თაკო, სუპერ! სომხები შენი ფანები გახდნენ".

კომენტარებს წერენ, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურ, სომხურ და რუსულ ენებზეც.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
:)
კაი ერთი ლიკა
13:16 / 04-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ანდრია
ბედნიერებაა და უსაზღვრო სიცოცხლის შეგრძნება თაკოს ყურება და მისი ყოველი სიმღერის მოსმენა.
19:44 / 03-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ჩემი ლამაზი გოგო!!!! მიყვარხარ
22:39 / 31-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS