26 მარტი, 2017
8 ქართველი მსახიობი, რომლებიც ჰოლივუდში მოღვაწეობდნენ
როცა, ტელე-ეკრანზე წითელ ხალიჩაზე „მოკაშკაშე“ ვარსკვლავებს ვხედავთ, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ იმ სელებრითებს შორის, შესაძლოა ვინმე ქართველი იყოს. ოცნებაც კი რთულია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის, ან ჯონი დეპის ან თუნდაც, მაილი საირუსის გვერდით გვერდით გავლაზე. ჩვენ მოგიყვებით რვა ქართველ მსახიობზე, რომლებიც ჰოლივუდში მოღვაწეობდნენ.

თემო მელიქიძე ბავშვობაში მშობლებმა ბელგიაში წაიყვანეს საცხოვრებლად. არც ისე დიდი ხანია, რაც ლოს ანჯელესში ჩავიდა და ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. პიტერ ბერგის სურათი ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ
სახელწოდებით „პატრიოტის დღე“ დღის პრემიერა 2017 წლის 13 იანვარს იყო.

Rating













მისი პროდიუსერი და ერთ-ერთი ვარსკვლავი მარკ ვოლბერგია. კინოსურათში უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობს, თუმცა პრესის ყურადღება მიიპყრო ქართველმა მსახიობმა, თემო მელიქიძემ, რომელმაც ფილმში ჩეჩენი ტერორისტის, ტამერლან ცანაევის სახე შექმნა.

ჯორჯ ფინი იგივე გიორგი აგიაშვილი რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. გიორგი 2012 წელს მონაწილეობდა ფილმში "ლოლ", მან "ჩადის" როლით დაიპყრო თაყვანისმცემლების გულები.

Rating

ჯორჯი ფილმში "ლოლ",მაილი საირუსის შეყვარებულის როლშია. მას პარტნიორობა გაუწიეს დემი მურმა, მაილი საირუსმა, ეშლი გრინმა და დუგლას ბუთმა. ის, ასევე, რამდენიმე სერიალშიც გადაიღეს.

ელენე სატინი-სხირტლაძემ პროფესიონალური კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო. 9 წლის ასაკში ის უკვე უამრავ, მათ შორის საერთაშორისო ჯილდოს ფლობდა. ელენე უკვე წლებია დედასთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, მან დაამთავრა სამსახიობო სკოლა და კურსის გავლის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა.


Rating
ელენემ პოპულარობა მოიპოვა ფილმით Ripple Effect, ის ამ ფილმში სოფიას როლს ასრულებდა. მსახიობი ფილმ "დროში" პარტნიორობას უწევს ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც არიან: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა სეიფრინდი, კილიან მერფი და ოლივია უაილდი. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია დენის დუგანის 2011 წელს გადაღებული რომანტიული კომედია "თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ", მას აქვს ეპიზოდური როლები რამდენიმე სერიალში, მათ შორის სერიალში, "ჯადოსნური ქალაქი", რომელშიც ის საკმაოდ თამამ სცენენებში მონაწილეობს.

დათო ბახტაძის სამსახიობო მონაცემებით რეჟისორები აღტაცებულები არიან. დათომ ჰოლივუდში პოპულარობა 2004 წელს რეჟისორ პოლ ჰაგისის გადაღებული კრიმინალური დრამის დამსახურებით მოიპოვა.

Rating
ფილმში "შეჯახება" მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკი თამაშობს დათო კი ლუსიენის როლშია. ამ ფილმს დიდი პოპულარობა ხვდა წილად - ნამუშევარმა 6 "ოსკარი" მიიღო. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა 2011 წელს რეჟისორ კის გორაკის გადაღებულმა სამეცნიერო ფანტასტიკამ "ყველაზე ბნელი საათი" (The Darknest Hour). ფილმში დათოს პარტნიორობას ემილი ჰირში და რეიჩელ ტეილორი უწევენ. ქართველი მსახიობი სერგეის ასახიერებს. დათო, 2010 წელს რეჟისორმა ამერიკულ დრამაში "დაკარგული ორქიდეა" მიიწვია.

ნუცა კუხიანიძე 19 წლის იყო, როცა რეჟისორმა ნილ ჯორდანმა ფილმში "ნიჭიერი ქურდი" გადაიღო. გოგონამ პოპულარობა 2002 წელს მოიპოვა ამ ფილმის დამსახურებით.

Rating

ქართველი მსახიობისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2004 წელიც; ფილმში "მატილდა" ნუცას პარტნიორობას ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჯერემი აირონსი უწევს.

Rating













„ჯონი დეპი ჰოლივუდში გავიცანი, მის პრესკონფერენციაზე, იმ პერიოდში "ედ ვუდში" იღებდნენ... იმ პერიოდში ცოტა ნარკომანობდა "ბიჭი".

მე სასტუმროში ვმუშაობდი, რესტორნის დილის მენეჯერი ვიყავი, მაშინ დავძმაკაცდით როცა ჯონი იქ ჩამოდიოდა საუზმეზე. დავმეგობრდით და მერე დავდიოდით ერთად "ტუსოვკებზე". კაი ბიჭია“ -ამბობს ია ფარულავა ჯონი დეპზე. იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, 20 წლის ასაკში დაესწრო მოსკოვის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო რობერტ დე ნირო. ნომინაციაში „ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი“ დე ნირომ ია ფარულავა დაასახელა;



Rating




























23 წლის იამ ითამაშა რეჟისორ გრეგ პალმელის ქართულ-ამერიკულ სატელევიზიო ფილმში „The Falcon“ (შევარდენი) 90-ანი წლების დასაწყისში კი ია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში და მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს. ლოს ანჯელესში ის მუშაობდა სასტუმროში, სადაც ჯონი დეპი და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად დადიოდნენ.

ლევან უჩანეიშვილი, ყველა ქართველისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟი კუკარაჩა 2006 წელს თრილერში "წარსულის აჩრდილები" (Shadow Man) გადაიღეს, ის ჯენსენის როლს ასრულებს. ამ ფილმში ლევანი პარტნიორობას სტივენ სიგალს უწევს.


Ratingქართველი ვარსკვლავი 2002 წელსაც ცნობილ მსახიობს უწევდა პარტნიორობას, როდესაც ამერიკულ დრამაში "25-ე საათი" (25th Hour) გადაიღეს. "25-ე საათში" მთავარ როლს ედვარდ ნორტონი თამაშობს, ლევანი კი ბიძია ნიკოლაის ასახიერებს. ასევე ცნობილია 1997 წელს გადაღებული ამერიკული თრილერი "პრეზიდენტის თვითმფრინავი", რომელშიც ლევანმა გადაღებაზე ჰარისონ ფორდს თმა მოქაჩა.

ვალერი ხარიტონაშვილი არა მსახიობი, არამედ ვიზუალური ეფექტების ოსტატია.

ის რამდენიმე წელი თბილისში, ახმეტაში ცხოვრობდა. როცა ვალერი ამერიკაში ჩავიდა, მთელი მისი ქონება 50 დოლარს შეადგენდა, ახლა კი ის ქართველი ყველაზე ცნობილი ვიზუალური ეფექტების ოსტატია, რომელსაც წითელ ხალიჩაზე არაერთხელ გაუვლია ვარსკვლავებთან ერთად, ფილმებზე: "მისტერ და მისის სმიტები", "შრეკი 3", "2012", "სუპერმენი", "კარიბის ზღვის მეკობრეები 3" და სხვა.
Rating

ვალერი ხარიტონაშვილი საკუთარ თავს მიიჩნევს სამ განზომილებიანი გამოსახულების გენერალისტად, რომელსაც მეტად განვითარების საშუალებას ჯერ ტექნოლოგიები არ აძლევს.

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სალ
საამაყოაა
00:37 / 31-03-2017
გამოხმაურება / 0 /
კინო
რატომ გამოყარეს?
19:03 / 26-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS