25 მარტი, 2017
"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს
ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან, მაგრამ ამის შესახებ სახალხოდ იშვიათად ლაპარაკობენ. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის.

ია ფარულავა - ნინო კუზანოვა
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება მსახიობ ია ფარულავასა და კარდიოლოგ ნინო კუზანოვას შორის მოხდა. ფარულავამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხოდ დაწერა: "ქოცი მეგობარი ბევრი მყავს, არავისთან არ მქონია კონფლიქტი საერთოდ. მხოლოდ ერთმა ჩაისვარა მაგრად და ისიც ძალად ქოცი თუ ქოცებთან შეტენვით იყო ვერ გავიგე",
- დაწერა იამ და თვალებდაქაჩული ბარბის ფოტო გამოაქვეყნა. რატომ დაუპირისპირდნენ უახლოესი მეგობრები ერთმანეთს, უცნობია.

ნინა წკრიალაშვილი - სალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი და ნინა წკრიალაშვილი ერთმანეთს 2014 წელს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი სალომეს ყოფილი ქმარი ვასკა თევდორაშვილი გახლდათ, რომელმაც მთელი ქონება ბანკში ჩადო, სესხი აიღო, მის მეგობრებს, მათ შორის ძმებ კოდუებს ფული გამოართვა და საქართველოდან წავიდა. ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა სალომემ სოციალურ ქსელში სერგეი ზვერევის და ნინა წკრიალაშვილის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტი ნინამ თავის გვერდზე გააზიარა და სალომეს წარმატება უსურვა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებულ თბილ სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა: "სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია, მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით", - უპასუხა სალომემ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჯანო
რომელია აქედან სვეცკი (ამათი დ.......ცი)
11:51 / 31-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS