23 მარტი, 2017
მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო - "ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას"
30 მარტს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოს სახელწოდებით - "ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას".

საღამოს დამდგმელი რეჟისორია გაგა გოშაძე.

ბოლო წლების განმავლობაში ბ-ნ მამუკა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ სანამ ცოცხალია სურს სოლო-კონცერტით წარდგეს საკუთარი მრავალრიცხოვანი და საყვარელი მსმენელის წინაშე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო ამ მასშტაბის პროექტის იდეიდან - შესრულებამდე განხორციელება. დაახლოებით ერთი თვის წინ საორგანიზაციო გუნდმა,, ახალგაზრდა შემსრულებლების სურვილი, შეესრულებინათ მამუკა ჩარკვიანის
სიმღერები, მოკრძალებით მივიტანეთ ავტორთან და მისი შემოქმედებითი საღამოს გასამართათ მხარდაჭერა ვთხოვეთ. ისიც დიდი შემართებით, საოცარი ენერგიითა და მონდომებით, ყოველდღიურად გადის რეპეტიციებს და მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნინი ბადურაშილი, დათუნა მგელაძე, გიგი ადამაშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ლიზა ჩიჩუა, ლენკა ზვიადაძე, ლევან კბილაშილი და სხვა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელს უთმობს სცენას და საკუთარ სიმღერებს მამუკა ჩარკვიანი 30 მარტს. საღამოს წარუძღვებიან ყველასთვის საყვარელი მსახიობი სანდრო მიკუჩაძე.

ღინისძიებაზე მოწვეულია, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მამუკა ჩარკვიანის მეგობრები, კოლეგები და რა თქმა უნდა, ერთგული მსმენელი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ირრ ინე
ძალიან კარგი,მიყვარს მისი სიმღერები მისივე შესრულებით,ამჯერად ახალგაზრდებს მოვუსმენთ,კარგები არიან და დარწმუნებული ვარ კარგადაც გაართმევენ თავს.მამუკას ჯანმრთელობას ვუსურვებ.
18:59 / 25-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS