23 მარტი, 2017
როსტოს 8 წელი მიესაჯა, კურტანას - 5- ''არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი''?
გასული წლის მაისში ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი (როსტო) დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ჰეროინი, ბუპრენორფინის, მეტამფეტამინი და მეტადონი ამოიღეს.

ლევან როსტოშვილთან ერთად დაკავეს "ჩემო ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ  ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! 

ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს: 

''დღეს კი ცნობილი გახდა, რომ
ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი!

ხაზს ვუსვამ, შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის!

ლაშა კურტანიძეს 5 წელი!

ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები.

არავინ ითხოვდა
არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი''!, წერს ნანუკა.
ბეჭდვა