22 მარტი, 2017
გიორგი გაბუნიამ სოფო ნიჟარაძეს... "კინაღამ აკოცა"
ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით იქნება სავსე.

შოუს ვარსკვლავური ჟიური - სტეფანე, სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია და ლელა წურწუმია - საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს არჩევენ და მალე მათ "რუსთავი 2"-ის მაყურებელიც იხილავს. თუმცა მანამდე ყველას აინტერესებს, რა ხდება კადრს მიღმა...

პირველ შესარჩევ ტურზე, კონკურსანტების გამოსვლათა შორის ჟიურის წევრებმა გამხიარულება გადაწყვიტეს. "იქს ფაქტორის" უცვლელი მენტორი გიორგი გაბუნია ჟიურის მკაცრი წევრია, თუმცა მაყურებლის და კოლეგების გამხიარულებასაც ახერხებს. მას
შეუძლია შეაფასოს, აღმოაჩინოს "იქს ფაქტორი", ფილარმონიდან  დაგეგმოს გადაცემა P.S და ამავე დროს სტეფანეც გააშარჟოს...

წაიკითხეთ: "ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და ირანულ დივანს შემადარა" - სტეფანე და გიორგი გაბუნია "X ფაქტორში" კინკლაობას აგრძელებენ

"იქს ფაქტორის" შესარჩევ ტურზე გაბუნია ჟიურის წინაშე კონკურსანტის ამპლუაშიც კი წარსდგა და სტეფანეს "მზე და შოკოლადები" იმღერა. "თუ გინდა გართობა, მზე და შოკოლადები, სადღაც შორს კუნძულზე, უფრო შემიყვარდები..." - გაბუნიას სიმღერამ მთელი დარბაზი ააცეკვა. ტელეწამყვანმა კოლეგების ცეკვაში აყოლიებაც მოახერხა ერთ-ერთი კონკურსანტის სიმღერის დროს - მისი და სოფო ნიჟარაძის ცეკვისას ფოტოგრაფებმა პიკანტური ფოტოებიც გადაიღეს... იხილეთ სრულად + ფოტოები +ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
რა მოხდა ხალხნო, ბიჭმა რომ გოგოს აკოცოს არ შეიძლება? ვაი რა ხამები არიან ეს ქართველები. შეგერგოთ შვილებო, აკოცეთ ერთმანეთს, აკოცეთ სანამ ხართ, თორემ ყველაფრის სურვილი რომ გაქრება მერე ინანებთ.
13:51 / 22-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS