21 მარტი, 2017
ნიკა გვარამია ლიზა ბაგრატიონის შეყვარებულს უპირისპირდება - ''სადაც ეს ყ... რაიმე ფორმით მაინც მონაწილეობს, ჩვენს ეთერში ვერ მოხვდება''
''რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ლიზა ბაგრატიონის შეყვარებულს, გიორგი ცაგარელს უპირისპირდება.

გიორგი საქართველოში ცნობილი ალტისტია, რომელმაც სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ტელევიზიებზე საკუთარი აზრი დააფიქსირა და არაკორექტულად აღნიშნა, რომ საქართველოში არც ერთი ტელევიზია არ მოსწონს.

გიორგი ''რუსთავი 2''-ის ეთერის ხშირი სტუმარია
.
გიორგის პოსტს ''რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მის კოლეგებს მოუწოდა, ეს ადამიანი მათ ეთერში არასდროს გაეპიარებინათ.

''ამ ნაბოზარ შიზოიდს რატომ დაათრევ ჩვენს ეთერში და რატომ აპიარებ,მარინა ბერიძე? ტრ...
გაითხაროს თავისი ალტი ხემიანად.

p.s ნინო ნახუცრიშვილი. თეონა ჯორბენაძე, ნიკოლოზ რაჭველი იმედია, სწორად ვიქნები გაგებული, მეგობრებო: ნებისმიერი იმ ღონისძიების რეკლამა, სადაც ეს ყ... რაიმე ფორმით მაინც მონაწილეობს, ჩვენს ეთერში ვერ მოხვდება.

და არა მხოლოდ რეკლამა, ეგ ღონისძიებები საერთოდ არ გაშუქდება ვერც წინმსწრებად და ვერც შემდგომად.

p.p.s: გიგა სულაძე, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა სარია, მაიკო ლომიძე, სალომე ბენაშვილი, ნესტან კვინიკაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნინო არაზაშვილი, მაია ასათიანი უზრუნველყავით, თუ შეიძლება.'' 

Rating
ბეჭდვა